Wednesday, February 20, 2013

„მაკლარენმა“ P1-ის აგრეგატი გაგვაცნო

McLaren Details P1's Powertrain, Features 903HP Plug-in Hybrid, Twin-Turbo'd V8 Setup
20 თებერვალი
„მაკლარენი“ ჟენევაში თავისი ახალი სუპერ ავტომობილის, P1-ის სერიული ვერსიით წარსდგება. ოფიციალურ პრემიერამდე კი ამ ავტომობილის აგრეგატის მონაცემები ინტერნეტით გაგვაცნო. ისევე როგორც მისი მთავარი კონკურენტები - „ფერარი F150“ და „პორშე 918 სპაიდერი“, უოკინგელების მხეციც არამხოლოდ თავისი სიმძლავრით და დინამიკური მახასიათებლებით გამოირჩევა, არამედ გამონაბოლქვში სუპერ ავტომობილებისთვის გასაოცრად დაბალი ნახშირორჟანგის შემცველობითაც.
ავტომობილი აღჭურვილია ბაზაში განლაგებული 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავით და ელექტროძრავით, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 903 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 900 ნიუტონმეტრია. ამათგან შიდაწვის ძრავი MP4-12C-ს ძრავის (M838T) გაძლიერებული ვერსიაა და ის 727 ცხენის ძალას (7500 ბრ/წთ-ზე) და 720 ნიუტონმეტრს (4000 ბრ/წთ-ზე) ავითარებს.
მას შემდეგ, რაც ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია ვიხილეთ, „მაკლარენის“ ინჟინრები ინტენსიურად მუშაობდნენ ძრავის გაგრილების სისტემის დახვეწასა და ავტომობილის საიმედობის გაუმჯობესებაზე. ამასთან, ძრავის ბლოკის კონფიგურაციაც შეცვალეს, რათა მასზე ელექტროძრავის დამაგრება ყოფილიყო შესაძლებელი.

ელექტროძრავი „მაკლარენ ელექტრონიკსის“ მიერაა შექმინილი და მისი მაქსიმალური სიმძლავრე 176 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 260 ნიუტონმეტრს აღწევს. ის V8 ძრავზეა დამაგრებული და ამავე ძრავის მსგავსად, უკანა წამყვან ბორბლებს, 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფის დახმარებით უკავშირდება. ძრავებსა და ტრანსმისიას ორდისკოიანი ქურო აკავშირებს. ელექტროძრავს ენერგიით მაღალი ტევადობის ელემენტების ბლოკი კვებავს, რომლის წონაც 96 კილოგრამია. ეს ბლოკი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მზიდი ელემენტის უკაან ნაწილის ძირზეა მოთავსებული.


ავტომობილს მხოლოდ ელექტროძრავით გადაადგილებაც შეუძლია. ოღონდ, ელემენტების ბლოკში დაგროვილი ენერგია მხოლოდ 10 კილომეტრზე ეყოფა. სამაგიეროდ, ჰიბრიდული დანადგარი ატმოსფეროს გაცილებით ნაკლები ნახშირორჟანგით აბინძურებს, ვიდრე ამ კლასის ავტომობილებს სჩვევია - ყოველ კილომეტრზე გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობა 200 გრამზე ნაკლებია.


გარდა იმისა, რომ ჰიბრიდული სისტემა ელექტროენერგიას კინეტიკური ენერგიის რეგენერაციის სისტემით (კერს-ი) ივსებს, ავტომობილს ასევე გააჩნია პლაგ-ინ სისტემა, რომელიც ელემენტების ბლოკის საყოფაცხოვრებო შტეპსელიდან დამუხტვის საშუალებას იძლევა. სრულად განმუხტული ბლოკის ბოლომდე შევსებას ორი საათი სჭირდება.

დაკიდევ, „მაკლარენმა“ P1 ფორმულა ერთის კიდევ ერთი ტექნოლოგიით აღჭურვა. ესაა სისტემა DRS (დრეგ რედუქშნ სისტემ - წინააღმდეგობის შემცირების სისტემა), რომელიც ფ1-ის მსგავსად, პილოტის მიერ, სპეციალურ ღილაკზე დაჭერით აქტიურდება. ამ დროს, უკანა ფრთის დახრა 23 გრადუსით მცირდება. DRS-ის დეაქტივაცია შესაძლებელია ღილაკზე განმეორებითი დაჭერით, ან ის ავტომატურად უბრუნდება საწყის პოზიციას, როგორც კი მძღოლი მუხრუჭებს გამოიყენებს.

No comments:

Post a Comment