Thursday, February 28, 2013

„ჰიუნდაიმ“ საწვავის უჯრედებიანი ix35-ის წარმოებას იწყებს

Hyundai ix35 Fuel Cell Vehicle Enters Production
28 თებერვალი
„ჰიუნდაი“ ერთ-ერთი იმ იშვიათ ავტომწარმოებელთაგანია, რომლებიც საწვავის ფიჭური ელემენტების ტექნოლოგიების განვითარებაზე ზრუნავენ. და ამ მიმართულებით, საკმაოდაც დაწინაურდნენ. მათი ლიდერობის დასტურია ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ix35, რომლის შესახებაც ინფორმაცია ახლახანს ინტერნეტით გავრცელდა.
ავტომობილი აღჭურვილია 100-კილოვატიანი ფიჭური ელემენტების ბლოკით, რომელშიც სამუშაო ნივთიერების დანიშნულებით, წყალბადი გამოიყენება. ელექტროლიზის პროცესში ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება, ამ პროცესის ნარჩენი პროდუქტი კი მხოლოდ წყალია. გამომუშავებული ენერგია ელექტროძრავს მიეწოდება. ამგვარად, ამ ტიპის ავტომობილი შეიძლება ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილად ჩაითვალოს.
„ჰიუნდაი“ აცხადებს, რომ წყალბადთ ავზის გაწყობას რამდენიმე წუთი სჭირდება. სვლის მაქსიმალური სიშორე კი 594 კილომეტრია, რაც მნიშვნელოვნად მეტია ახლანდელი ელექტრომობილების გარბენზე. ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 12.5 წამში ახერხებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ-ია.

კორეული კომპანია, ჯერ ფიჭური ელემენტით აღჭურვილ მხოლოდ 17 ცალ სატესტო ავტომობილს დაამზადებს. მათგან 15 ცალი ქალაქ კოპენჰაგენში (დანია) გაივლის გამოცდებს, ორს კი შვედეთის ქალაქ სკანეში მიავლენენ. და ეს ჯერ მხოლოდ ტესტების პირველი ეტაპია. შემდგომ ეტაპზე, 1000 ცალი ფიჭურელემენტიანი ix35 დამზადდება, რომლებსაც ლიზინგით გადასცემენ სხვადასხვა ქვეყნის საზგადოებრივ და კერძო ორგანიზაციებს.
კორეული კომპანია იმედოვნებს, რომ 2015 წლამდე მოხერხდება წყალბადით ავტომობილების გაწყობის სადგურების ინფრასტრუქტურის განვითარება, გაიაფდბა წყალბადის და ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ავტომობილების წარმოება. ამ შემთხვევაში, „ჰიუნდაი“ ასეთი ავტომობილების წარმოებას სერიულად დაიწყებს. 

No comments:

Post a Comment