Wednesday, February 20, 2013

„მერსედესმა“ კუბიცა DTM-ზე არ წაიყვანა


No Mercedes DTM seat for Kubica
20 თებერვალი
მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვის წინ ჩატარებული ტესტების დროს, რობერტ კუბიცას კარგი შედეგები ჰქონდა, „მერსედესმა“ მაინც თავი შეიკავა DTM-ის სერიაში მისი აყვანისგან. არადა, სამქიმიანების ახალი დირექტორი ტოტო ვოლფი დიდი ენთუზიაზმით მოეკიდა პოლონელი მრბოლის ტესტებს, რომელსაც ორი წლის წინ განცდილი უმძიმესი ტრავმის შემდეგ, პირველად მიეცა ასეთი მძლავრი სარბოლი ავტომობილით ტრასაზე გამოსვლის საშუალება.

კუბიცას ჯერ მარჯვენა ხელის იდაყვის ფუბქციები სრულად აღდგენილი არ აქვს, რაც მას ერთადგილიან სარბოლ ავტომობილში ჯდომის საშუალებას არ აძლევს. სამაგიეროდ, კარგად მოერგო DTM-ის მანქანას და კარგი დროებითაც გამოიჩინა თავი. მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ გამოდგა იმისათვის, რომ შტუტგარტელებს მისი მთელი სეზონით აყვანის სურვილი გასჩენოდათ.
დღეს კი „მერსედესმა“ იმ ექვსი პილოტის ვინაობა დაასახელა, რომლებიც ახალ ჩემპიონატში, მისი მანქანებით მიიღებენ მონაწილეობას. ესენი არიან გერმანელი რალფ შუმახერი, ბრიტანელი გერი პაფეტი, ესპანელი რობერტო მერი, გერმანელი კრისტიან ვიეტორისი, კანადელი რობერტ ვიკენსი და გუნდის ახალწვეული, ესპანელი დანიელ ჯუნკადელა. ამათგან ახალგაზრდა პილოტებს მეთვალყურეობას ნიკო როსბერგი გაუწევს.

No comments:

Post a Comment