Saturday, February 16, 2013

ჩინური „ქოროსის“ სიახლე ჟენევისთვის

Qoros Details New 3 Production Sedan and Cross Hybrid and Estate Concepts
16 თებერვალი
ჩინურ-ებრაული საავტომობილო კომპანია „ქოროსი“ სულ რამდენიმე თვის წინ დაარსდა, ჟენევის მოტორ შოუზე კი თავის პირველ სამ სერიულ ავტომობილს წარადგენს, რომელთა გაყიდვებსაც მალე ჩინეთის და შემდეგ ევროპის ბაზარზე შეუდგება. ამ სამიდან ერთი სედანია (სახელად 3 სედან), ერთი ჰიბრიდული ქროსოვერი, სახელად „3 ქროს ჰაიბრიდ“ და მესამე - უნივერსალი, სახელად „3 ესტეიტი“.
„ქოროსი“ აცხადებს, რომ „3 სედანს“ სრულიად ახალი ქარხანა გამოუშვებს, რომელიც ჩინურ ქალაქ ჩანშუში აშენდა. ქარხანა მალე დაიწყებს მუშაობას და მის მიერ გამოშვებული ავტომობილები ჩინეთის ბაზარზე წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება. ევროპაში კი მისი გაყიდვები წლის ბოლოს დაიწყება.

„ბეემვეს“ ყოფილი მენეჯერი ალექსანდერ ვორტბერგი, ვინც „ქოროსის“ წარმოების დირექტორია, ამბობს, რომ ქარხნის საწარმოო სიმძლავრე 150 000 ავტომობილია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ის სწრაფად გაიზრდბა 450 000-მდე. კომპანიის მიმწოდებლები არიან „მაგნა შტეირი“, TRW, „ბოში“, „კონტინენტალი“, „გეტრაგი“, „ლიარი“, „მაიკროსოფტი“ და სხვები. ისინი ახალი ავტომობილების და მათი ცალკეული კომპონენტების შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები. „ქოროსის“ განცხადებით, ასეთი ფართო თანამშრომლობა, მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნის გარანტიაა. გარდა ამისა, „ქოროსი“ აცხადებს, რომ სამივე ავტომობილმა, ევროპასა და ჩინეთში ჩატარებული ქრეშ ტესტების შემდგ, საუკეთესო შეფასებები მიიღო.




„ქოროს 3 სედანი“ ისეთი პოპულარული ავტომობილების კონკურენტი გახდება, როგორებიცაა „ფოლკსვაგენ ჯეტა“ და „ოპელ/ვოქსოლ ასტრას“ სედანისძარიანი ვერსია. ჩინური სედანის გაბარიტებია: სიგრძე 4615 მილიმეტრი, სიგანე კი 1839 მილიმეტრი. ავტომობილის კომპლექტაციაში ბენზინის ორი ოთხცილინდრიანი 1.6-ლიტრიანი ძრავი შევა, რომელთაგან ერთი ტურბოკომპრესორითაა აღჭურვილი. ატმოსფერული ვერსიის სიმძლავრე 125 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 155 ნიუტონმეტრი იქნება, ტურბო ვერსიისა კი, შესაბამისად - 154 ცხ.ძ და 210 ნმ. მალე „ქოროსი“ დაასრულებს კიდევ ორი ძრავის შემუშავებას. მათგან ერთი დიზელისაა, მეორე კი - ბენზინის და ორივეს ტურბო დამჭირხნი ემსახურება. პირველი სამცილინდრიანი, 1.2-ლიტრიანია, მეორე კი 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი. ორივე საწვავის უშუალო შეფრქვევის სისტემითაა აღჭურვილი.


რაც შეეხება მეორე ავტომობილს. „3 ქროს ჰაიბრიდი“ ხუთკარიანი ჰეჩბეკია, რომელსაც მაღალი კლირენსი აქვს და სწორედ ამიტომ არის ქროსოვერი. მის ჰიბრიდულ დანადგარში გაერთიანებულია ბენზინის სამცილინდრიანი 1.2-ლიტრიანი ტურბო ძრავი და ორი ელექტროძრავი, რომელთაგან ერთი უკანა ღერძზე ზის, მეორე კი სტარტერ-გენერატორის ფუნქციებს ითავსებს. ჰიბრიდულ სისტემას სამ რეჟიმში მუშაობა შეუძია. პირველ რეჟიმში ის მხოლოდ შიდაწვის ძრავის გამწევ ძალას იყენებს, რომელიც წინა ბორბლებს ამოძრავებს. მეორე შემთხვევაში, ავტომობილს მარტო ელექტროძრავი ამოძრავებს, რომელიც უკანა ბორბლებს ატრიალებს და მესამე რეჟიმი სრულამძრავიანია.
უნივერსალი კი სედანის ვერსიაა, რომელსაც მხოლოდ განსხვავებული ძარა აქვს. ამ შემთხვევაში, სავარძლების დაკეცვით, შესაძლებელი იქნება ისედაც დიდი მოცულობის მქონე საბარგულის გაზრდა.

No comments:

Post a Comment