დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, February 5, 2013

„ფიატი“ დაბალფასიან ბრენდს შექმნის


Fiat mulls low-cost brand, Marchionne says
5 თებერვალი
„ფიატს“ გადაწყვეტილი აქვს იაფფასიანი ავტომობილების მწარმოებელი ბრენდის შექმნა, ან აღდგენა, რომლითაც კონკურენციას „რენოს“ „დაჩიას“ და „ნისანის“ „დაცუნს“ გაუწევს. ამის შესახებ, თავად „ფიატის“ და „კრაისლერის“ მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ განაცხადა. თუ ამ პროექტს მწვანე შუქი აენთება, ახალი კომპანია ავტომობილებს ევროპის გარეთ გამოუშვებს, რათა შემცირდეს საწარმოო ხარჯები.

„ჩვენ ახლა განვიხილავთ, არის თუ არა „ფიატის“ ჯგუფში ადგილი ისეთი ბრენდისთვის, რომლითაც „დაჩიას“ გავუწევთ კონკურენციას. „ფიატს“ თავის იტალიურ ქარხნებში, საკმარისზე მეტი აუთვისებელი სიმძლავრეები აქვს, მაგრამ მარკიონე ამბობს, რომ იტალიაში წარმოების შემთხვევაში, იაფფასიანი ავტომობილები მოგებას ვერ მოიტანს. მისი ვარაუდით, ასეთი ავტომობილების ფასი საშუალოდ 10 000 დოლარი უნდა იყოს.
აღსანიშნავია, რომ დაბალფასიანი ბრენდის ამუშავების მიზანშეწონილებას „ფიატში“ უკვე დიდი ხანია განიხილავენ, მაგრამ დადებითი გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება, რადგან აღმასრულებლები შიშობენ, რომ არსებული პროექტი მოგებიანი ვერ იქნება.
რაც შეეხება იაფფასიანი ბრენდის სახელს, ასეთად მივიწყებული „ინოჩენტი“ განიხილება, რომელიც „ფიატმა“ 1990 წელს შეისყიდა. ამ ბრენდმა ჯუჯა „ინოჩენტი მინი“ (ფოტოზე) 1974 წელს გამოუშვა. ეს ავტომობილი „მორის მინიზე“ იყო ბაზირებული, მისი სტილი კი „ბერტონემ“ შეიმუშავა. მეორე, ნაკლებად სავარაუდო ვარიანტია რიცხვების, ან ასოების კომბინაციები, როგორებიცაა ABC, ან 123.
იაფფასიანი ბრენდის იდეა მარკიონეს გაუჩნდა, ვისაც სურს, რომ „ფიატმა“ უფრო მაღალი დონის ავტომობილები გამოუშვას და შესაბამისად, უფრო ძვირ (პრემიუმის ქვედა) სეგმენტში აინაცვლოს. ამისათვის ბაზისად ორი მოდელის (00 და პანდა) ბაზაზე შექმნილ ოჯახებს გამოიყენებენ.
ცნობისათვის, „რენოსა“ და „ნისანის“ გარდა, იაფფასიანი ბრენდების ჩამოყალიბებას სხვა კომპანიებიც აპირებენ. მათ შორის, „ფოლკსვაგენი“, „ტოიოტა“ და „ფორდი“. ასეთი საბიუჯეტო კომპანიების პროდუქცია, პირველ რიგში, განვითარებად (კონკრეტულად ჩინეთისა და ინდოეთის) ბაზრებზეა ორიენტირებული. თუმცა, „დაჩიას“ მაგალითმა აჩვენა, რომ ასეთი ავტომობილები, დასავლეთ ევროპაშიც სოლიდური მოთხოვნით სარგებლობს.
დაბალი ფასის მიუხედავად, „დაჩიას“ „რენოსთვის“ სოლიდური მოგება მოაქვს. „მორგან სტენლის“ გათვლებით, „დაჩიას“ მოგების მარჟა, ფასის 9 პროცენტია, რაც პრემიუმ მწარმოებლების მარჟასთან ახლოსაა.

No comments:

Post a Comment