Thursday, February 21, 2013

პერესი საბურავების ძლიერ ცვეთას უჩივის

Sergio Perez says tyre degradation is now 'extreme'
21 თებერვალი
როგორც ჩანს, ახალი სეზონის დასაწყისში, მთავარი ტემა ისევ საბურავების ამოუცნობი მახასიათებლები იქნება. ბარსელონაში მიმდნრე ტესტების დროს, პადოკში ყველაზე ხშირად იმაზე ლაპარაკობენ, „პირელის“ ახალი საბურავები ძალიან სწრაფად ცვდება. პირველმა ამაზე ხმამაღლა სერხიო პერესმა ილაპარაკა. მექსიკელი მრბოლი აღიარებს, რომ რეზინის სწრაფმა ცვეთამ გაოცებული დატოვა.
გასულ სეზონში, პერესმა სახელი გაითქვა, როგორც პილოტმა, რომელიც რეზინს უფრთხილდება. და წარმოიდგინეთ შექმნილი სიტუაცია, როდესაც ასეთი პილოტი, საბურავების სწრაფ ცვეთას უჩივის. ის ამბობს, რომ ტესტების დროს, საბურავების სწრაფი ცვეთა არავის უკვირს, მაგრამ ასეთ ინტენსიურ დეგრადაციას არავინ ელოდა.
„ასეთ ექსტრემალურ დეგრადაციას არ ველოდით. ეს დიდი სიურპრიზია. ჩვენ აქ რბოლა გვექნება და ამიტომ, საბურავების ფაქტორი მნიშვნელოვანია. თუმცა, ამ ეტაპზე საბურავების ხასიათის შესწავლა მიმდინარეობს და იმედია, სეზონის დაწყებისთანავე, კალაპოტში მალე ჩავდგებით. იმადია, ეს სიტუაცია შეიცვლება, რადგან ასე თუ გაგრძელდა, მელბურნის რბოლისას 7-10 სტოპი გვექნება“, - ამბობს პერესი.

იმავდროულად, ტესტების მეორე დღეს, მექსიკელი უსწრაფესი იყო და რაც მთავარია, მან ბოლომდე შეასრულა დღის პროგრამა, რითაც ძალიან კმაყოფილი დარჩა. „საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ. ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვქონდა. ბევრი წრის გავლა შევძელი და რაც მთავარია, პროგრამა შევასრულე. ამ მხრივ, კმაყოფილი ვარ. ისე კი, მელბურნამდე ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი“.
მექსიკელს უჭირს იმაზე ლაპარაკი, თუ სხვებთან შედარებით, „მაკლარენი“ რამდენად კარგადაა მომზადებული: „ჩვენ საკუთარ საქმეზე ვართ ფოკუსირებული. ჯერ მხოლოდ იმაზე ლაპარაკი შეგვიძლია, რომ ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. რა დონეზე ვართ, ამაზე წარმოდგენაც არ გვაქვს. მანქანას კარგი ბაზისი აქვს, მაგრამ პირველ რბოლამდე ის აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს. ამისთვის კი გუნდი ბევრს მუშაობს“.

No comments:

Post a Comment