დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, February 5, 2013

ფინანსურად მოძლიერებული „მარუსია“

Marussia insists it is in best ever financial shape for F1 2013
5 თებერვალი

პელოტონის მაჩანჩალამ, ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატში რუსეთის ლიცენზიით მოასპარეზე და ბრიტანეთში ბაზირებულმა „მარუსიამ“, თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი - MR02 გვიჩვენა. გუნდს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პილოტი ჰყავს - ბრიტანელი მაქს ჩილტონი. მეორე პილოტი თითქოს გერმანელი ტიმო გლოკი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოულოდნელად, ის გაუშვეს, რის მიზეზადაც ის გარემოება დაასახელეს, რომ გუნდს სპონსორიანი პილოტები სჭირდება. ვინ დაიკავებს მეორე მონოპოსტს, „მარუსიას“ შეფი ჯონ ბუტი გვპირდება, რომ მასაც კვირის ბოლომდე გაგვაცნობს. სავარაუდდ, მეორე მონოპოსტს ბრაზილიელი ლუის რაცია დაიკავებს.

ხერესის ტრეკზე წარდგენილ მანქანას თითქმის არ აქვს სპონსორების წარწერები და ლოგოები. მაგრამ ბუტი ირწმუნება, რომ მისი საჯინიბო, ფინანსურად ასე კარგად უზრუნველყოფილი ჯერ არ ყოფილა. სხვათა შორის, გასული სეზონის მიწურულს, „მარუსიამ“ სანუკვარი მეათე ადგილი „კატერჰემს“ ბოლო ეტაპზე დაუთმო და ამით სოლიდური შემოსავალიც დაკარგა.
მთავარი კი ისაა, რომ ბოლოს და ბოლოს, „მარუსიას“ მანქანა კერს-ით (უილიამსის წარმოების) აღიჭურვა. სწორედ ენერგიის რეკუპერაციის სისტემის უქონლობა იყო ის მთავარი ფაქტორი, რომლის გამოც, ამ გუნდს „კატერჰემმა“ აჯობა. გარდა ამისა, ეს „მარუსიას“ (ვირჯინის) პირველი მანქანაა, რომელიც აეროდინამიკურ მილში დაამუშავეს. წინა მანქანები მთლიანად კომპიუტერზე იყო შემუშავებული.
საინტერესოა ისიც, რომ გასული სეზონის წინ, „მარუსიას“ ტესტები არ გაუვლია. და ამის მიუხედავად, „კატერჰემს“ კონკურენცია გაუწია. ახალი მანქანა, წინას ევოლუციური ვერსიაა, თუმცა ბუტი თვლის, რომ ის საგრძნობლად დაიხვეწა. განსაკუთრებით, აეროდინამიკის მხრივ.
MR02 ისევ „კოსუორტის“ ძრავით და „Xტრეკის“ ტრანსმისიითაა აღჭურვილი. უცვლელი დარჩა როგორც წინა, ასევე უკანა საკიდარი. მალე გუნდის ტექნიკური დირექტორი პეტ სიმონდსი გახდება, რომელსაც დისკვალიფიკაციის ვადა დაუმთავრდა.
ბუტი ამბობს, რომ მისი გუნდის მთავარი მიზანი იქნება, რომ პილოტებმა კვალიფიკაციების მეორე ეტაპზე გასვლა შეძლონ ხოლმე. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აზრი ქულებისთვის ბრძოლას. ამის საშუალებას კი მათ ახალი მანქანა მისცემს, რომელიც წინამორბედთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაიხვეწა.

No comments:

Post a Comment