Monday, February 25, 2013

მასა: ახალი „ფერარი“ შარშანდელზე უკეთესია


New Ferrari 'much better' than 2012 – Massa
25 თებერვალი

ფელიპე მასა ირწმუნება, რომ შარშანდელ ბოლიდთან შედარებით, „ფერარის“ ახალი სარბოლი ავტომობილი გაცილებით უკეთესია. მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში მანქანას კონკურენტუნარიანობა აკლდა, ფერნანდო ალონსომ მაინც თითქმის მთელი სეზონი ლიდერის რანგში გაატარა და ტიტული მხოლოდ ბოლო რბოლის ბოლო წრეებზე დათმო.

და თუ ახალი F138 „სულ სხვა პლანეტაზეა“, ეს იმას ნიშნავს, რომ „ფერარი“ კვლავ ტიტულისთვის იბრძოლებს. და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გასული სეზონის მიწურულს, მასას ადრინდელი სისწრაფე დაუბრუნდა, ადვილი წარმოსადგენია, თუ რისი პოტენციალი ექნებათ მარანელოელებს ახალ სეზონში. არადა, რატომღაც მიმომხილველთა უმეტესობა თვლის, რომ ტიტულებისთვის „რედ ბულის“ და „ლოტუსის“ გარდა, შესაძლოა „მაკლარენმაც“ იბრძოლოს. „ფერარი“ რატომღაც ბევრს არც ახსენდება.
ბრაზილიურ „ო ესტადუ დე სან პაულუსთან“ საუბრისას, მასამ განაცხადა: „დიახ, მე ვამბობ, რომ ეს მანქანა, შარშანდელთან შედარებით, სხვა პლანეტაზეა. მაგრამ F138-ს იმ მანქანას ვადრი, რომელიც გასული სეზონის დაწყებამდე გვქონდა. ეს მანქანა ძალიან კარგია. მაგრამ ჯერაც მკვახეა. ვნახოთ, სრულყოფის შემდეგ როგორი იქნება. ტესტებზე ვხედავ, რომ სხვა გუნდებს კარგი დროები აქვთ. „რედს ბული“, „ლოტუსი“, „მაკლარენი“ სწრაფები არიან. ბარსელონას შემდეგი ტესტებისთვის ახალი პაკეტი გვექნება, რომელსაც მელბურნშიც გამოვიყენებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა გაცილებით უკეთეს პოზიციაში ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით“.

No comments:

Post a Comment