Tuesday, February 5, 2013

„მუსტანგი“ საიუბილეო გარბენს მოაწყობს


MAA 50th Anniversary Drive Announced!
5 თებერვალი

„ფორდი“ თავის პოპულარულ „მუსტანგის“ 50 წლის იუბილეს, ამერიკის გარშემო გარბენით (მუსტანგს ექროს ამერიკა) აღნიშნავს. როგორც ამერიკული კომპანია გვპირდება, ეს იქნება ყველაზე მასშტაბური საავტომობილო ზეიმი, რომელიც კი ამერიკაში უდესმე უნახავთ. გარბენი სტარტს ლოს ანჯელესში აიღებს და შარლოტში დასრულდება. გარბენში მონაწილეობის უფლება, ამერიკის ყველა შტატის ენთუზიასტებს აქვთ.

გარბენი მომავალი წლის 10 აპრილს აიღებს სტარტს, გაივლის შტატ არიზონას ქალაქ ფინიქსს, ნიუ მექსიკოს ლას კრუსისს, ტექსასის მედლენდს, ტექსასის დალასს, მისისიპის ჯეკსონს, ჯორჯიას ატლანტას და 16 აპრილს, ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ შარლოტში დასრულდება. გარბენის მონაწილენი, ყოველდღიურად 560 კილომეტრის გავლას აპირებენ.
ცნობისათვის, პირველად მსგავსი გარბენი 1994 წელს მოეწყო, როდესაც „ფორდმა“ თავისი პოპულარული ავტომობილის 30 წლის იუბილე იზეიმა. მას შემდეგ, გარბენები სახელწოდებით „მუსტანგს ექროს ამერიკა“, ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება. 2009 წელს მასში 640 ავტომობილი მონაწილეობდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მართალია, მორიგი გარბენის დაწყებამდე ერთი წელია დარჩენილი, მაგრამ მასში მონაწილეობისთვის უკვე ასზე მეტი ეკიპაჟი ჩაეწერა.
ცნობისთვის, „ფორდმა“ „მუსტანგის“ წარმოება 1964 წელს დაიწყო. პირველი „მუსტანგი“ მოდელ „ფალკონის“ პლატფორმაზე ააგეს. პროექტს სახელოვანი მენეჯერი ლი იაკოკა ხელმძღვანელობდა, რომელიც მალე ცისფერი ოვალის პრეზიდენტიც კი გახდა, თუმცა ჰენრი ფორდ უმცროსთან განხეთქილების გამო, კომპანია დატოვა. ამჟამად „ფორდი“ მეხუთე თაობის „მუსტანგს“ აწარმოებს. მეექვსე თაობისას კი 2015 წლიდან გამოუშვებს.

No comments:

Post a Comment