Thursday, February 21, 2013

„სუზუკი“ ფიჭურ ელემენტებს გამოუშვებს

Suzuki to Start Fuel Cell Production
21 თებერვალი
ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი რამდენიმე კონცეპტუალური ავტომობილის შექმნის შემდეგ, „სუზუკი“ ასეთი ელემენტების წარმოებას იწყებს. იაპონურმა კომპანიამ, ბრიტანულ „ინტელიჯენტ ენერჯისთან“ ერთად, ერთობლივი საწარმო შექმნა, რომლის ქარხანაც ქალაქ იოკოჰამაში აშენდა და წარმოებისთვის მზადაა. რაც მთავარია, ქარხანაში გამოუშვებენ ჰაერით გაგრილებად ფიჭურ დანადგარებს, რომლებიც ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი და ხელმისაწვდომიცაა.
„მოხარულნი ვართ, რომ ერთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ასეთ წინსვლას მივაღწიეთ. ჩვენი მიზანია ისეთი ფიჭური ელემენტების შექმნა, რომლებიც ეფექტური და ხელმისაწვდომი იქნება“, - ნათქვამია „სუზუკის“ მიერ გავრცელებულ პრეს რელიზში.
ქარხანას ნახევრად ავტომატური ხაზი აქვს, რომელიც „ინტელიჯენტ ენერჯის“ მიერაა შემუშავებული. იაპონური კომპანიის განცხადებით, ეს ერთ-ერთი მთავარი პირობაა იმისა, რომ უზრუნველყონ მასობრივი წარმოება და რაც ასევე მნიშვნელოვანია, შეამცირონ წარმოების დრო და ხარჯები და უზრუნველყონ პროდუქციის მაღალი ხარისხი.
აღსანიშნავია, რომ „სუზუკის“ გარდა, ფიჭური ელემენტების განვითარებაზე, სხვა, გაცილებით ძიერი საავტომობილო კომპანიებიც ზრუნავენ. მაგალითად, ამ მიზნით, პარტნიორობაზე შეთანხმდნენ „ფორდი“, „დაიმლერი“ და „ნისანი“, ასევე „ბეემვე“ და „ტოიოტა“. „სუზუკის“ მიერ შემუავებული კონცეპციებით დაინტერესებული „ფოლკსვაგენი“ იყო, მაგრამ გერმანულმა კომპანიამ იაპონელ პარტნიორთან გაფორმებული პარტნიორობა ჩაშალა.

No comments:

Post a Comment