Monday, February 4, 2013

„ლამბორგინიმ“ ღია „ავენტადორი“ ერთი წლით ადრე გაყიდა

Lamborghini Aventador Roadster is sold out
4 თებერვალი

„ლამბორგინიმ“ თავის ფლაგმან „ავენტადორის“ ბაზაზე დამზადებული როდსტერის პირველი პარტია უკვე მთლიანად გაჰყიდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ავტომობილის შეძენის მსურველს, ერთი წელი მოუწევს ცდა, სანამ იტალიური კომპანია მეორე პარტიაზე შეკვეთების მიღებას დაიწყებს.

გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ ინფორმაციით, ევროპაში ამ ავტომობილების მიწოდება ივნისში უნდა დაიწყოს. „ავენტადორ როდსტერი“ 441 600 დოლარი ღირს, თუმცა ასეთ სიძვირეს, მისი გაყიდვები ოდნავაც არ შეუფერხებია.
„ავენტადორ როდსტერი“ აღჭურვილია 6.5-ლიტრიანი V12 ძრავით, რომელიც 690 ცხენის ძალას ავითარებს. მისი დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა სამ წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ზე მეტია. მანქანას კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული სახურავი აქვს, რომელიც ხელით იხსნება და სპეციალურ სექტორში ინახება, რომელიც წინ მდებარეობს.

No comments:

Post a Comment