Toro Rosso seeking switch to Renault engines
9 თებერვალი
„ტორო როსო“ არ მალავს, რომ „ფერარის“ ძრავების
ნაცვლად, „რენოს“ ძრავებზე გადასვლა სურს და იმედი აქვს, რომ „რედ ბულთან“ ახლო „ნათესაობა“,
ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება. და თუ მიზანს მიაღწევს, იმ ტრანსმისიებსაც
მიიღებს, რომლებსაც „წითელი ხარები“ იყენებენ.
„ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს „რენოსთან“. თუმცა, ჯერ
კონტრაქტი ხელმოწერილი არ გვაქვს. ეს ჩვენთვის მომგებიანი იქნება, რადგან თუ „რენოს“
ძრავებს მივიღებთ, მაშინ თავის კოლოფებს „რედ ბული“ მოგვცემს, რაც დაშვებულია.
ჩვენ ყველა იმ საშუალებას გამოვიყენებთ, რომლებიც რეგლამენტით აკრძალული არაა“, - ხერესში
ტესტების დროს, რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა იტალიური საჯინიბოს შეფმა
ფრანც ტოსტმა.
ახალ მიმწოდებელთან საქმის დაჭერა ყველაზე
ხელსაყრელი 2014 წლის სეზონიდან იქნება, როდესაც ძალაში ძრავების ახალი რეგლამენტი
შევა. ამ რეგლამენტის მიხედვით, ფ1 V6 ტურბო ძრავებზე გადავა. ამასთან, სისტემა კერსი
უფრო მძლავრიც გახდება და მათი უფრო მეტი ხნით გამოყენება იქნება ნებადართული.
ამჟამად ყველაზე მეტ, ოთხ გუნდს ძრავებით „რენო“
ამარაგებს. სამ-სამი კლიენტი ჰყავთ „ფერარის“ და „მერსედესს“, „კოსუორტის“ ძრავებს
კი მხოლოდ ერთი საჯინიბო იყენებს. ამის გამო, ბრიტანული კომპანია დიდი პრიზების
ცირკს ალბათ მალე დატოვებს.
„რედ ბულმა“ სწორედ ფრანგული კომპანიის ძრავებით, ზედიზედ
სამჯერ შეძლო როგორც პილოტების, ასევე კონსტრუქტორთა ტიტულების მოპოვება. ამიტომ,
ავსტრიული საჯინიბო „რენოს“ მთავარი პარტნიორია. თუმცა ფაქტია, რომ მისი ყველა
პარტნიორი აბსოლუტურად ერთნაირ ძრავებს ღებულობს.
სხვათა შორის, ძრავების მიმწოდებლის შეცვლა კიდევ
ერთ გუნდს „ფორს ინდიას“ სურს, რომელიც ამჟამად „მერსედესის“ ძრავების
მომხმარებელია. გავრცელებული ინფორმაციით, ინდურ გუნდს „ფერარის“ აგრეგატებზე
გადასვლა სურს. ცნობისათვის, ფრანგი ჟიულ ბიანკი, ვისაც ხერესის ტესტების დროს
უკეთესი შედეგები ჰქონდა, ვიდრე გამოცდილ ბრიტანელ პოლ დი რესტას, „ფორს ინდიაში“
მოხვედრის რეალური კანდიდატია. მას კი „ფერარის“ ახალგაზრდა პილოტების აკადემიის კურის
აქვს გავლილი.
ტოსტი ამბობს, რომ მცირებიუჯეტიანი გუნდებისთვის,
როგორიც არის „ტორო როსო“, დიდი მნიშვნელობა აქვს ძრავების მიმწოდებლის ადრეულ
ეტაპზევე შერჩევას: „2014 წლის სეზონი, რეგლამენტის მნიშვნელოვანი ცვლილების გამო,
ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა როგორც ტექნიკური, ასევე ეკონმიკური თვალსაზრისითაც.
მნიშვნელობა აქვს, რაც შეიძლება ადრე გაიგო, თუ ვინ იქნება შენი პარტნიორი“.
No comments:
Post a Comment