Tuesday, February 26, 2013

„დაცუნმა“ პირველი ტიზერი გაავრცელა

Datsun Brand to Sell Cars in South Africa as Well Starting from 2014, First Teaser Rendering
26 თებერვალი
იოკოჰამას ქარხანაში ჩატარებულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე, „ნისანმა“ გამოაცხადა, რომ ხელახლა დაბადებული „დაცუნი“ სამხრეთ აფრიკაშიც დაბრუნდება, სადაც პირველ ავტომობილებს მომავალი წლის ბოლოს შეიტანს. იაპონურმა კომპანიამ დაიწყო ახალი გეგმის, სახელად „ნისან პაუერ 88“, განხორციელება, რომელიც „დაცუნის“ აღდგენას ითვალისწინებს. ამ გეგმის მიხედვით, „ნისანმა“ 2016 წლამდე მსოფლიო ბაზრის 8 პროცენტი უნდა დაიკავოს და მოგების საოპერაციო მარჟა ყოველ ავტომობილზე საშუალოდ 8 პროცენტამდე უნდა გაზარდოს.

ამ ეტაპზე, „დაცუნის“ გაყიდვები მხოლოდ ოთხ ძრითად ბაზარზე იგეგმება. ესენია ინდოეთი, ინდონეზია, სამხრეთ აფრიკა და რუსეთი. სავარაუდოდ, შემდეგი აუცილებლად იქნება ჩინეთი. თუმცა, ჩინეთსა და იაპონიას შორის ურთიერთობის გაუარესების გამო, შესაძლოა ცისქვეშეთში „დაცუნი“ დაგვიანებით შევიდეს.
სამხრეთ აფრიკასთან დაკავშირებული განცხადების გარდა, „ნისანმა“ იმ ავტომობილის ფოტო ტიზერიც გვიჩვენა, რომელიც რომელიც აღდგენილი „დაცუნის“ ლოგოთი, პირველი გამოვა ბაზარზე. ეს იქნება კომპაქტური სამგზავრო ავტომობილი, სავარაუდოდ ჰეჩბეკი. უფრო მეტი ინფორმაცია მასზე არ გახმაურებულა.
ცნობილია ასევე, რომ „დაცუნის“ მარკით იაპონური კომპანია იაფფასიან ავტომობილებს გამოუშვებს. ის მაკომპლექტებლებს ახალ „ლადასთან“ გაიზიარებს - რუსული კომპანია მალე „რენო-ნისანის“ ალიანსის საკუთრება გახდება.

No comments:

Post a Comment