Wednesday, February 20, 2013

ამერიკისთვის ახალი „რეინჯ როვერი“ დამჭირხნითაც აღიჭურვება

2014 Range Rover Available with Supercharged V6 and V8 Engines in US
20 თებერვალი

„ლენდ როვერმა“ თავის უახლეს „რეინჯ როვერის“ ამერიკელ მყიდველს არჩევანი გაუმრავალფეროვნა - ამიერიდან, ოკეანის გაღმური ბაზრისთვის, ეს უგზოობის ლიმუზინი მექანიკური და ტურბო დამჭირხნით აღჭურვილ ძრავებსაც მიიღებს. ასეთი ავტომობილის მიწოდება ზაფხულიდან დაიწყება.

ამერიკელებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ 3.0-ლიტრიანი V6 ტურბოძრავით აღჭურვილი „რეინჯ როვერი“ შეუკვეთონ. ამ ძრავის სიმძლავრე 340 ცხენის ძალას აღწევს და ის გაზრდილი მაბრუნი მომენტითაც გამოირჩევა. უკვე დაწყებულია შეკვეთების მიღება იმ ვერსიაზეც, რომელიც 5.0-ლიტრიანი, მექანიკურ დამჭირხნიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი. ამ ძრავის სიმძლავრე 510 ცხენის ძალას აღწევს.
მეორე შემთხვევაში, ავტომობილი სისტემა სტოპ-სტარტითაც არის აღჭურვილი, რაც საწვავის ხარჯსაც ამცირებს და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობასაც. ორივე ძრავთან შეწყვილებულია 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი (ZF 8HP70). მისი დახმარებით, V6 ძრავით აღჭურვილ „რეინჯ როვერს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 7.1 წამში შეუძლია.
ცნობისათვის, ამ ძრავების გარეშეც, ახალ „რეინჯ როვერზე“, მთელს მსოფლიოში და მათ შორის ამერიკაშიც, ნამდვილი ბუმია. ამერიკელი დილერები შოურუმებში საჩვენებელი ავტომობილის გაჩერებასაც კი ვერ ახერხებენ და შეკვეთებს რამდენიმე თვით ადრე ღებულობენ.

No comments:

Post a Comment