Wednesday, February 20, 2013

„ვილსენდმორის“ „ასტონ მარტინ ვენქვიში“

Wheels-And-More for New Aston Martin Vanquish Coupe
20 თებერვალი

„ასტონ მარტინ ვენქვიში“ შესანიშნავი გარეგნობით გამოირჩევა. მაგრამ სატუნინგო კომპანიებს ხშირად სრულყოფილებაც ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს. და ისინი ნახულობენ გზებს, რომ შედევრები კიდევ უფრო გაალამაზონ და ზოგჯერ ახლებურადაც დაგვანახონ. ასეთი ამბიციურია გერმანული კომპანია „ვილსენდმორ“, რომელმაც ახალი „ვენქვიშის“ მისებური ვერსია შეიმუშავა და ძალიან ლამაზადაც გამოაწყო.


პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მანქანას გარეგნული ბევრი სიახლე არ აქვს. შეცვლილია მხოლოდ ბორბლები (20 და 21-დუიმიანი). ამასთან, მანქანას სიგრძეზე შავი ზოლი გასდევს. ახალია ფერიც - სალათისფერი მეტალიკი, რომელიც ავტომობილს განსაკუთრებულ შარმს ანიჭებს.


მართვის ელექტრონული სისტემისა და გამოსაბოლქვი სისტემის დახვეწის შედეგად, 5.9-ლიტრიანი V12 ძრავის სიმძლავრე 40 ცხენის ძალით, 613 ცხენის ძალამდე გაიზარდა, მაბრუნი მომენტი კი 90 ნიუტონმეტრით, 710 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა.
გარდა ამისა, დაიხვეწა საკიდარი, თუმცა მას მყიდველს დამატებითი ოპციის სახით შესთავაზებენ, რაშიც დამატებითი თანხის გადახდა იქნება საჭირო. რა ღირს „ვილსენდმორის“ ეს შედევრი, ეს ჯერ უცნობია.

No comments:

Post a Comment