დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, February 4, 2013

„ბუგატი ვეირონი“ „ფოლკსვაგენ ხოჭოს“ სტილში


The Bugatti Veyron…Beetle Edition
4 თებერვალი
ამ ფოტოს რეალობასთან არაფერი აქვს. შეგიძლიათ, მას კომპიუტერზე (ძალიან მაღალ დონეზე) შესრულებული შარჟი დაარქვათ, მაგრამ ფაქტია, რომ მასში, ამ ორი ავტომობილის ხასიათი საოცრად კარგადაა შერწყმული.

ეს გამოსახულება, პოლონელ დიზაინერთა ჯგუფ „RC82 უორკჩოპის“ მიერაა შექმნილი. პროექტის ავტორებმა, „ფოლკსვაგენ ხოჭოს“ ფარები, კაპოტი, წინა საყრდენი, ბორბლების თაღები და ზოგიერთი სხვა ელემენტი, ოსტატურად შეახამეს „ბუგატი ვეირონის“ რადიატორის ბადესთან, გვერდითა ჰაერის ამღებთან, ზორბა უკანა საყრდნთან და სხვა ელემენტებთან. რა თქმა უნდა იგულისხმება, რომ ავტომობილი სუპერ ავტომობილის აგრეგატებითაა აღჭურვილი. ამასთან, „ვეირონისვე“ პროპორციებია შენარჩუნებული.
ძნელი სათქმელია, რამდენად ღირდა ასეთი ავტომობილის თუნდაც მხოლოდ იმისთვის შექმნა, რომ ჩვენ გავეკვირვებინეთ? თუმცა, ქვეყანაზე ბევრი მდიდარი ენთუზიასტიც გამოჩნდება, რომლებსაც ასეთი ექსკლუზიური ავტომობილის შესაძენად, ასეულობით ათასი დოლარი არ დაენანება.

No comments:

Post a Comment