Sunday, February 10, 2013

ოჟიემ და „ფოლკსვაგენმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვეს

Ogier takes first win for new VW team in Sweden
10 თებერვალი
შვედეთმა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპს უმასპინძლა, რომელიც ფრანგი სებასტიან ოჟიეს გამარჯვებით დასრულდა. ეს ტრიუმფი პირველია მსოფლიო ჩემპიონატში დაბრუნებული „ფოლკსვაგენისთვის“. ამ მოგებით, ოჟიე პილოტების კლასიფიკაციას სათავეში მოექცა.
ოჟიემ პარასკევს ლიდრობა თავის ლეგენდარულ თანამემამულე სებასტიან ლოებს ჩამოართვა და იქიდან მოყოლებული, წინ აღარავინ გაუშვია. კლასიფიკაციაში ლიდერობა კი იმ ბონუს ქულების წყალობით მოიპოვა, რომლებიც ფინალური, სუპერ სპეცმონაკვეთის მოგებისთვის მიიღო. ეს რომ არა, მას და ლოებს თანაბარი ქულები ექნებოდათ  პირველი ეტაპი, რომელიც მონაკოში ჩატარდა, ლოებმა მოიგო, ოჟიე კი იქ მეორე ადგილს დასჯერდა.
ესეც რომ არა, ლოები ტიტულზე ოჟიეს მოცილე ისედაც არაა - მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპოიონი, ამ სეზონში მხოლოდ ოტხ ეტაპზე იასპარეზებს და ყველაც რომ მოიგოს, ჩემპიონი მაინც ვერ გახდება. სწორედ ამიტომ იყო, რომ მონაკოში დაკავებული მეორე ადგილი, ოჟიემ გამარჯვებად ჩაიწერა.
მესამე ადგილისთვის დაძაბული ბრძლა ჰქონდათ ნორვეგიელ მადს ოსტბერგს და „ფოლკსვაგენის“ კიდევ ერთ პილოტს, ფინელ იარი-მატი ლატვალას. საბოლოოდ, პირველმა იმარჯვა და 6 წამის წყალობით, კვარცხლბეკზე მესამე საფეხური დაიკავა. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სკანდინავიელ მრბოლებს შვედურ რალიზე ასეთი ცუდი შედეგები ადრე არასდროს ჰქონიათ. ოჟიე სულ მეორე არასკანდინავიელი მრბოლია, ვისაც შვედთის რალი მოუგია. პირველმა ეს ლოებმა 2004 წელს შეძლო.

შვედეთის რალის შედეგები
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი)          3:11:41.900
2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი)            +00:41.800
3. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი)                         01:24.500
4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი)         01:30.600
5. ტიერი ნოივილი (ბელგია, ფორდი)                           05:06.400
6. იუჰო ჰაენინენი (ფინეთი, ფორდი)                           05:43.100
7. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                          11:25.400
8. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)                     11:42.700
9. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი)                         13:04.700
10. იაზიდ ალ რაჯი (საუდის არაბეთი, ფორდი)          16:27.000


მრბოლების კლასიფიკაცია
1. სებასტიან ოჟიე - 46 ქულა; 2. სებასტიან ლოები - 43; 3. მადს ოსტბერგი - 24; 4. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) - 15; 5. იარი-მატი ლატვალა - 14; 6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი) - 12; 7. მარტინ პროკოპი - 12; 8. ბრაიან ბუფიე (საფრანგეთი, სიტროენი) - 10; 9. ტიერი ნოივილი - 10; 10. იუჰო ჰაენინენი - 8...

კონსტრუქტორთა პირველობა
1. სიტროენ ტოტალ აბუ დაბი WRT - 57; 2. ფოლკსვაგენ მოტორშპორტი - 55; 3. კატარ M-სპორტ WRT - 31; 4. აბუ დაბი სიტროენ ტოტალ WRT - 15; 5. ლოტოს WRC ტიმ - 12; 6. კატარ WRT - 10; 7. ჯიპოქარ ჩეხ ნეიშნლ ტიმ - 8

No comments:

Post a Comment