Friday, January 25, 2013

„პეჟო სიტროენ PSA-მ“ სრულიად ახალი, მოდულური პლატფორმა EMP2 გვიჩვენა (ვიდეო)

PSA Reveals All-New EMP2 Modular Platform
25 იანვარი
PSA პეჟო სიტროენმა“ ინტერნეტით გაავრცელა თავისი სრულიად ახალი, მოდულური პლატფორმა EMP2-ს ვიდეო. აბრევიატურა იშიფრება, როგორც „ეფიციენტ მოდულარ პლატფორმ 2“. ფრანგული კომპანია ამ პლატფორმას მოდლების ფართო სპექტრზე გამოიყენებს, მათ შორის, სედანებზე, ჰეჩბეკებზე, უგზოობის ავტომობილებზე და კომერციულ ფურგონებზეც კი.

პირველ რიგში, ამ პლატფორმაზე ფრანგული კომპანია „პეჟო 308-ს“ და „სიტროენ C4-ს“ გამოუშვებს. ამ ავტომობილებს, შემდგომში C და D სეგმენტების სხვა ავტომობილებიც მოჰყვება. პლატფორმის მთავარი თავისებურება ისაა, რომ ადვილად მოდიფიცირდება. ადვილია მისი დაგრძელება, რის შემდეგაც მასზე სხვადასხვა ზომის ავტომობილის დამყნობა შეიძლება.
პლატფორმის კონსტრუქციაში გამოყენებულია მაღალი სიმტკიცის ფოლადი, კარბონის და სხვა ტიპის კომპოზიტები, ასევე ალუმინი, რისი წყალობითაც, ახლანდელ პლატფორმასთან შედარებით, 70 კილოგრამით მსუბუქი გამოვიდა. მთავარი ისაა, რომ ამ პლატფორმის წყალობით, აღარ იქნება საჭირო სხვადასხვა ზომის მოდელებისთვის სხვადასხვა პლატფორმების შემუშავება, რაც უზარმაზარ ინვესტიციებს მოითხოვს ხოლმე.
მარტო ამ ერთი პლატფორმის წყალობით, „PSA პეჟო სიტროენი“ მილიარდობით ევროს დაზოგვას შეძლებს. ამგვარად, შესაძლებელი იქნება ავტომობილების გასაყიდ ფასის შემცირება და მათი მოგების მეტი მარჟით გაყიდვა. ფასის შემცირება გაყიდვებს გაზრდის და ეს ყველაფერი, კომპანიის კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.
შერგახსენებთ, რომ მოდულური პლატფორმის გამოყენება პირველმა „ფოლკსვაგენმა“ დაიწყო, რომელმაც ასეთ პლატფორმაზე (MQB) აგებული მეშვიდე თაობის „გოლფი“ შარან გამოუშვა. გარდა ამისა, იგივე პლატფორმაზე, მისი ოჯახის წევრები „სეატი“ და „აუდი“, შესაბამისად, „ლეონს“ და A3-ს უკვე აწარმოებენ.

ვიდეო

No comments:

Post a Comment