Wednesday, January 23, 2013

„მერსედეს-ბენცი“ GLK კუპეს 2016 წელს გამოუშვებს

Mercedes GLK Coupe to Arrive in 2016
23 იანვარი

„მერსედეს GLK“ ბაზარზე 2009 წელს გამოვიდა, თუმცა პრემიერამდეც ჰიტად იქცა და გასაკვირი არაა, რომ შტუტგარტელები მის გაყიდვებს არ უჩივიან. ამ ავტომობილს მათ უკვე მცირე განახლებაც ჩაუტარეს და ახლა უკვე მის მომავალზეც დაიწყეს ფიქრი. უფრო კონკრეტულად, ისინი უკვე მუშაობენ მეორე თაობის GLK-ზე და მის ბაზაზე, კუპე ვერსიის გამოშვებაზეც კი ფიქრობენ.

ახალი GLK ბაზირებული იქნება „მერსედესის“ სრულიად ახალ უკანაამძრავიან პლატფორმა MRA-ზე, რომელსაც სამქიმიანები მოდელების ფართო სპექტრზე გამოიყენებენ. მართალია, პლატფორმას სტანდარტული შესრულებით, უკანა წამყვანი ბორბლები ექნება, მაგრამ GLK-ს საბაზისო ვერსიაზეც კი, ოპციის სახით, სრულამძრავიანი 4მატიკ სისტემის დაყენებაც შესაძლებელი იქნება. ტოპ ვერსიებზე კი ასეთი სისტემები სტანდარტულ ეკიპირებაში შევა.
მოსალოდნელია, რომ ახალ ავტომობილს დაკუთხული ფორმები აღარ ექნება და უფრო დახვეწილ სტილში შესრულდება. ამგვარად, შესანიშნავი ბაზა შეიქმნება იმისათვის, რომ მის ბაზაზე, სპორტული სამკარიანი ვერსიაც გამოუშვან. ასეთი ავტომობილი ბაზარზე 2016 წელს გამოვა და მას სახელად GLC-ს დაარქმევენ. კუპე ქროსოვერი ბენზინის და დიზელის 2.0 და 2.2-ლიტრიანი აგრეგატებით აღიჭურვება. გარდა ამისა, შეიქმნება AMG-ს ვერსია, რომლის კაპოტქვეშაც წყვილ ტურბოკომპრესორიან 4.0-ლიტრიან V8 ძრავს ჩადგამენ.

No comments:

Post a Comment