Friday, January 25, 2013

კუბიცამ შეიძლება DTM-ში იასპარეზოს

DTM race seat 'possible' - Kubica
25 იანვარი

რობერტ კუბიცა DTM-ის სერიაში მონაწილეობას არ გამორიცხავს. პოლონელმა მრბოლმა, „მერსედესის“ ტურინგის კლასის სარბოლი ავტომობილი გამოსცადა და როგორც გერმანული გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ ყვება, პირველივე წრეებიდან თითქმის ისეთივე სიჩქარე ჰქონდა, როგორიც „მერსედესის“ ტოპ პილოტს ბრიტანეთიდან, გერი პაფეტს.

ვალენსიაში ჩატარებული ტესტების შემდეგ, კუბიცა სერიოზულად დაფიქრდა DTM-ში გამოსვლის პერსპექტივაზე. მითუმეტეს, თავადაც თვლის, რომ ფ1-ისთვის მზად ჯერ არაა, რადგან ტრავმირებული მარჯვენა ხელი ჯერ ამის საშუალებას არ აძლევს, DTM-ის მანქანები კი, ფ1-ის ბოლიდებთან ახლოსაა.
„რა თქმა უნდა, ფორმულა ერთის მანქანის მართვა მირჩევნია. მაგრამ ამ ეტაპზე, ეს შეუძლებელია. ახლა მთავარია, რომ მორიგი ნაბიჯი გადავდგა წინ იმ იმედით, რომ ოდესღაც ფ1-ის მანქანაში ისევ ჩავჯდები“, - გერმანულ ჟურნალთან საუბრისას ამბობს კუბიცა.
პოლონელი დასძენს, რომ შესაძლოა, მას DTM-ის სერიაში მონაწილეობის რეალური შანსი აქვს: „ამ პირველი ტესტის მიზანი ის იყო, რომ მეგრძნო, როგორია DTM-ის მანქანა. ამ სერიის სეზონი საკმაოდ გვიან იწყება და დრო მაქვს იმისათვის, რომ აქ გავშინაურდე. მოკლედ, დიდი შანსია იმისა, რომ ამ ჩემპიონატში მნახოთ, მაგრამ ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ კარგი სიჩქარე მაქვს და მანქანაში თავს კომფორტულად ვგრძნობ“, - ამბობს 28 წლის კუბიცა.

No comments:

Post a Comment