Friday, January 18, 2013

გორდონმა მეორე ეტაპი მოიგო

Stephane Peterhansel nears win as Robby Gordon sets pace
18 იანვარი
დაკარის დასრულებამდე ერთი ეტაპიღა დარჩა და გამარჯვებული პრაქტიკულად ცნობილია - ფრანგ სტეფან პეტერანსელს ახლა მე-11 ტიტულის მოპოვებაში სასტიკი უიღბლობაღა თუ შეუშლის ხელს. მართალია, მე-13 ეტაპზე მას უახლოესმა მდევარმა, სამხრეთ აფრიკელმა ხინიელ დე ვილიერსმა ჩამორჩენა 6 წუთით შეუმცირა, მაგრამ კიდევ 44-ს აგებს. მოკლედ, თუ ტექნიკამ გაძლო...

მე-13 ეტაპი კი ამერიკელმა რობი გორდონმა მოიგო, ვინც გამარჯვებისთვის ბრძოლას პირველივე ეტაპებიდან ჩამოშორდა, თუმცა მას შემდეგ, მუდმივად სამეულშია და უკვე მეორედ შეძლო ეტაპის მოგება. მან ბოლოსწინა ეტაპი კარგად დაიწყო და ისე ჩანდა, ფინიშამდე კონკურენციას ვერავინ გაუწევდა. მაგრამ ბოლო კილომეტრებზე ფრანგმა გერლან ჩიჩერიმ აიწყვიტა და თავისი ბაგით კინაღამ აჯობა უზარმაზარ „ჰამერზე“ ამხედრებულ გორდონს, რომელმაც ამ მოგებით კიდევ ორი საფეხურით წინ წაიწია და ახლა მე-14 ადგილზეა.
ლიდერთა სამეულში კი ცვლილება მოხდა - ესპანელ ნანი რომას, ვინც წინა ეტაპი მოიგო და მესამეზე გადაინაცვლა, მაგრამ მომდევნო ეტაპზე პრობლემები შეექმნა და მოპოვებული საპრიზო პოზიცია ისევ რუს ლეონიდ ნოვიცკის ჩააბარა, რომელიც როგორც ჩანს, პირველად შეძლებს დაკარის კვარცხლბეკზე ასვლას.
ბოლო ეტაპზე, რომელიც ჩილის დედაქალაქ სანტიაგოში დასრულდება, რბოლის მონაწილეებს მხოლოდ 128 კილომეტრი აქვთ გასავლელი და ისიც, გაცილებით იოლ გზაზე.


მე-13 ეტაპის შედეგები
1. რობი გორდონი (აშშ, გორდონ ჰამერი)                                 3:40:53
2. გერლან ჩიჩერი (საფრანგეთი, SMG ბაგი)                             + 0:22
3. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, X-რეიდ ბეემვე)              + 4:41
4. ხინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, იმპერიალ ტოიოტა)  + 8:08
5. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, X-რეიდ მინი)                          + 8:35
6. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ოვერდრაივ ტოიოტა)         + 11:01
7. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი)                     + 12:45
8. რონან ჩაბო (საფრანგეთი, SMG ბაგი)                                    + 13:05
9. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)             + 13:51
10. იონ ჟოუ (ჩინეთი, გრეიტ უოლი)                                        + 20:19

კლასიფიკაცია 13 ეტაპის შემდეგ
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)             36:44:46
2. ხინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, იმპერიალ ტოიოტა)  + 44:38
3. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, X-რეიდ მინი)                          + 1:29:31
4. ნანი რომა (ესპანეთი, X-რეიდ მინი)                                     + 1:40:26
5. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, X-რეიდ ბეემვე)              + 1:52:40
6. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი)                     + 2:38:40
7. რონან ჩაბო (საფრანგეთი, SMG ბაგი)                                    + 3:02:25
8. გერლან ჩიჩერი (საფრანგეთი, SMG ბაგი)                             + 3:29:22
9. პასკალ თომასი (საფრანგეთი, MD ბაგი)                               + 4:31:49
10. ბორის გარაფულიჩი (ჩილე, X-რეიდ მინი)                         + 4:45:58

No comments:

Post a Comment