Wednesday, January 23, 2013

„ჰიუნდაი“ ოთხკარიანი კუპეს გამოშვებას აპირებს

Hyundai mulling four-door coupe model, V8 or V6 turbo for next Genesis Coupe
23 იანვარი
ოთხკარიანი კუპე, იგივე სპორტული სედანი, ავტომობილების ახალი კლასია, რომელშიც ძირითადად პრემიუმ მწარმოებლები დომინირებენ. „ჰიუნდაი“ ჯერ ამ ელიტის წევრი არ არის, თუმცა შესაფერისი ამბიციები კი გააჩნია და შესაბამისად, ელიტაში თუ ტრენდი ყალიბდება, ის კორეული კომპანიის ინტერესის სფეროშიც ექცევა. „ჰიუნდაი“ ამ მიმართულებით განვითარებას აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის გამაში მალე ალბათ ახალ ავტომობილებს ვიხილავთ.

ჟურნალ „ავტომობილთან“ საუბრისას, „ჰიუნდაი მოტორ ამერიკას“ მთავარმა აღმასრულებელმა ჯონ კრაფჩიკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია, რამდენიმე ახალი ავტომობილის წარმოების მიზანშეწონილებას განიხილავს. მათ შორის კი ერთ-ერთი პირველი, ოთხკარიანი კუპე უნდა იყოს.
კრაფჩიკის თქმით, ასეთ ავტომობილზე, დეტროიტის მოტორ შოუზე ნაჩვენები კონცეპტუალური HCD-14-ს დიზაინის ზოგიერთ ელემენტს გამოიყენებენ. განახლება ჩაუტარდება ფლაგმან სედან „ეკუუსს“, რომელსაც ნიუ იორკის ავტო შოუზე წარადგენენ. შემდეგ „სონატას“ განახლების ჯერიც დადგება.
იმავდროულად, კრაფჩიკმა უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ახლანდელი „ჯენეზის კუპე“ V8 ძრავით აღიჭურვება. მისი თქმით, ამ ავტომობილის პლატფორმა, ასეთი ძრავის გამოყენების საშუალებას არ იძლევა. სამაგიეროდ, შემდეგი თაობის „ჯენეზის კუპეზე“ ასეთი ძრავის დაყენება შესაძლებელი იქნება. გარდა ამისა, მასზევე V6 ტურბოსაც გამოიყენებენ.

No comments:

Post a Comment