Sunday, January 13, 2013

გვარიანად შეცვლილი „ჯიპ გრანდ ჩეროკი“

2014 Jeep Grand Cherokee Brings New Looks, Diesel Option and 8-Speed Auto
13 იანვარი
ავტო შოუზე, რომელიც დტროიტში ახლახანს გაიხსნა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალი ავტომობილი „ჯიპ გრანდ ჩეროკია“, რომელიც ახლანდელი მოდელის გადახალისებული და მნიშვნელოვნად შეცვლილი ვერსიაა. ოფიციალურ პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე კი ამერიკულმა კომპანიამ მისი ფოტოები და მწირი ინფორმაცია, ინტერნეტით გაავრცელა.
მეოთხე თაობის „გრანდ ჩეროკი“ ბაზარზე 2010 წლიდანაა. მაგრამ ამის მიუხედავად, მისმა გარეგნობამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. შეცვლილია წინა ფარები და რადიატორის ბადე, რომელსაც შვიდი სეგმენტი აქვს. შეცვლილია წინა და უკანა ბამპერებიც. მთლიანობაში, ავტომობილი უფრო ძალოვნად მოჩანს და მას დახვეწილი გარეგნობაც აქვს.

ცვლილებები სალონშიცაა. მაჩვენებლების სიმეტრიულ ცენტრალურ კონსოლზე, მთავარი ადგილი 7-დუიმიან სენსორულ მონიტორს უკავია, რომელსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. შეცვლილია საჭის რგოლი და ტრანსმისიის ბერკეტიც.

ძრავების გამაში ახალია 3.0-ლიტრიანი V6 ტურბო დიზელი, რომლის მახასიათებლები ჯერ არ გამოქვეყნებულა. თუმცა, „კრაისლერმა“ უკვე გამოაცხადა, რომ ამ ძრავით აღჭურვილი ავტომობილი, ასი კილომეტრის გასავლელად, მხოლოდ 7.8 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ძრავთან 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია დაკავშირებული, რომლის დაყენებაც ნებისმიერ სხვა ძრავზეცაა შესაძლებელი.

განახლებული „ჯიპ გრანდ ჩეროკის“ უფრო დაწვრილებით დახასიათებას „კრაისლერი“ შოუს გახსნისას, პრეზენტაციაზე გამოაქვეყნებს.

No comments:

Post a Comment