Thursday, January 24, 2013

„ბეემვე“ და „ტოიოტა“ თანამშრომლობას გააღრმავებენ

BMW and Toyota Deepen Collaboration, will Co-Develop a Mid-Size Sports Car
24 იანვარი

„ტოიოტამ“ და „ბეემვემ“, შარშან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, კონკრეტულ ხელშეკრულებად გადააფორმეს, რომლის ძალითაც, ახალ ტექნოლოგიებს და საშუალო ზომის სპორტულ ავტომობილს ერთობლივად შეიმუშავებენ. იაპონური ჯგუფის მხრიდან, ხელშეკრულებას ხელი „ტოიოტას“ პრეზიდენტმა აკიო ტოიოდამ მოაწერა, ბავარიული ჯგუფის მხრიდან კი - ნორბერტ რაიტჰოფერმა. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ეს ხელშეკრულება მათი ჯგუფებისთვის ბევრი სარგებლის მომტანი იქნება.

ახალი ხელშეკრულება ოთხი პუნქტისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს:
1. საწვავის ფიჭური ელემენტების სისტემა: „ტოიოტას“ და „ბეემვეს“ სჯერათ, რომ ფიჭური ელემენტების ტექნოლოგიას კარგი პერსპექტივა აქვს. ორივე კომპანია ამ მიმართულებით მუშაობს და მათ სოლიდური გამოცდილებაც დააგროვეს. მათი მიზანია, შეიმუშაონ ფიჭური ელემენტების სისტემით მომუშავე ავტომობილი, მზად 2020 წელს უნდა იყოს.

აკიო ტოიოდა და ნორბერტ რაიტჰოფერი
2. სპორტული ავტომობილი: ორივე კომპანია ერთობლივად შეისწავლის, თუ რამდენად მოგებიანი შეიძლება იყოს ერთობლივი ძალებით ახალი საშუალო ზომის პლატფორმის შემუშავება, რომელზეც სპორტული ავტომობილის საფუძვლად გამოიყენებენ. ამ პროექტის მიზანშეწონილება ამ წლის ბოლოს გაირკვევა.

3. მსუბუქი მასალების ტექნოლოგიები: ამ პუნქტის მიზანია, შეიმუშაონ და დანერგონ ისეთი მსუბუქი მასალები, რომლებიც ინჟინრებს ავტომობილის წონის შემცირების საშუალებას მისცემს. ასეთი მასალაა მაგალითად, კარბონის კომპოზიტი, რომელსაც ბავარიული კომპანია უკვე იყენებს თავის ქვებრენდ i-ს ავტომობილებზე (რომელთა წარმოებაც მალე დაიწყება). ახალ ტექნოლოგიებს პირველ რიგში, ზემოთ ნახსენები ახალი სპორტული ავტომობილის წარმოებაში დანერგავენ. შემდეგ კი ორივე კომპანია ამ ტექნოლოგიებს თავის მოდელებზე გამოიყენებს.
4. ლითიუმ-იონური ელემენტები: ორი კომპანია ერთობლივად იმუშავებს ლითიუმ-აიროვანი ელემენტების შემუშავებაზე, რომლებმაც ლითიუმ-იონური ელემენტები უნდა შეცვალოს. ახალი ელემენტები უნდა იყოს უფრო მსუბუქი, კომპაქტური, ტევადი და დამუხტვა-განმუხტვის გაცილებით მეტ რაოდენობას უნდა უძლებდეს.
ამ პუნქტებიდან ყველაზე ახლოს სპორტული ავტომობილის ერთობლივად შემუშავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაა. სავარაუდოდ, ამ საკითხზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ. „ტოიოტას“ ამ მხრივ კარგი გამოცდილება აქვს - „სუბარუსთან“ პარტნიორობით შექმნილი GT86 ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს...

No comments:

Post a Comment