Saturday, January 5, 2013

კონცეპტუალური „ფერარი ხეზრი“ სპორტული ეკიპირებით

Ferrari Xezri Design Concept Sports Up and Wears its Competizione Costume
5 იანვარი

ახლახანს ნიჭიერ აზერბაიჯანელ დიზაინერ სამირ სადიკოვის მიერ შექმნილი კონცეპტუალური „კადილაკი“ გაგაცანით. პირველად აკ მისი ნამუშევრებიდან ჩვენს ხელში „ფერარი ხეზრი“ (http://autopanoramaf1.blogspot.com/2011/07/blog-post_3402.html) მოხვდა, რომელმაც იტალიური კომპანიის მიერ მოწყობილ კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა.

ამჯერად სადიკოვმა „ხეზრის“ სარბოლი ვარიანტი შექმნა, რომელიც უფრო ეფექტური დიზაინითაც გამოირჩევა და იმდენად კარგია, რომ სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ ჯეიმს გლიკენჰაუსის მსგავსად, მარანელოელებს ამ ავტომობილის ხორცშესხმას სთხოვს. რა თქმა უნდა, სოლიდური თანხის ფასად.

ერთჯერადი ავტომობილების წარმოება ჯერ უმაღლეს დონეზე (ცნობილი კომპანიების საქმიანობაში) არ დამკვიდრებულა, თუმცა გლიკენჰაუსის და „ფერარის“ ერთობლივ პროექტს მიმბაძველები უკვე გამოუჩნდნენ - კერძო შეკვეთებით ავტომობილების წარმოებას „მაკლარენი“ და „ლამბორგინიც“ იწყებენ. ახლახანს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ფერარი“ კიდევ ერთ კერძო პროექტზე მუშაობს, რაც შემკვეთს არაერთი მილიონი დოლარი დაუჯდება...



მოკლედ, „ხეზრის“ შანსი ეძლევა, რომ რეალურ ავტომობილად იქცეს. „სტანდარტული“ ავტომობილისგან, „ხეზრი კომპეტიციონე ედიტიონს“ სარბოლი ავტომობილისთვის დამახასიათებელი აეროდინამიკური პაკეტი გამოარჩევს. ესენია ზორბა წინა სპლიტერი, წინა ბორბლების თაღებზე არსებული სავენტილაციო ჭრილები, გვერდითა ზღურბლ-ელერონები, უკანა საყრდენის გაყოლებაზე არსებული ელერონი, უკანა ანტი ფრთა, დიდი ზომის დიფუზრი და განსხვავებული ბორბლები.

No comments:

Post a Comment