Wednesday, January 9, 2013

„სუზუკი სვიფტ სპორტ-ის“ ორი სპეცვერსია ბირმინგემის შოუზე


Suzuki Shows New Limited Edition Swift Sport SZ-R Ahead of Autosport International
9 იანვარი
პირველი საერთაშორისო საავტომობილო დათვალიერება, რომელზეც „სუზუკი“ მიიღებს მონაწილეობას, ბირმინგემის „ავტოსპორტ ინტერნეიშნლია“. მასზე იაპონური კომპანია თავისი ავტომობილების და მოტოციკლების სპეციალურ ვერსიებს წარადგენს.

ერთ-ერთი მათგანია „სვიფტ სპორტ SZ-R“, რომელიც ბენზინის 1.6-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, მეორე კი „სვიფტ სპორტ SZ-L“, რომელსაც მამოძრავებელ ძალას ასევე ბენზინის, ოღონდ 1.2-ლიტრიანი ძრავი ანიჭებს. ორივე ავტომობილს შეზღუდული რაოდენობით დაამზადებენ.
იაპონურ კომპანიას ამ ორი ახალი სპორტული სუბკომპაქტის ტექნიკური და სხვა მახასიათებლები ჯერ არ გამოუქვეყნებია. თუმცა სხვადასხვა წყაროები იუწყებიან, რომ „სვიფტ სპორტ SZ-R-ს“ ძრავის სიმძლავრე 134 ცხენის ძალაა და ის ორ ფერშია გაწყობილი. ძარის ძირითადი ნაწილი შავია, სახურავი და სარკეები კი - წითელი.

No comments:

Post a Comment