Thursday, January 17, 2013

ამჯერად უსწრაფესი რომაა

Nani Roma fastest as Stephane Peterhansel nears win
17 იანვარი

დაკარის 12 ეტაპი მიილია და როგორც ჩანს, სტეფან პეტერანსელს მეთერთმეტე ტიტულის მოპოვებაში ხელს ვეღარავინ შეუშლის. მართალია, მე-12 ეტაპზე მას უახლოესმა მდევარმა ხინიელ დე ვილიერსმა ორი წუთი ამოუქაჩა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმ 50 წუთთან, რომლებიც ლიდერთან აშორებს.

მე-12 ეტაპზე საუკეთესო, პეტერანსელის ესპანელი თანაგუნდელი ნანი რომა იყო, რომელმაც ამ გამარჯვებით, საერთო კლასიფიკაციაში, მესამე ადგილზე გადაინაცვლა, სადაც მანამდე მისი რუსი თანაგუნდელი ლეონიდ ნოვიცკი იყო. ამ უკანასკნელმა ეტაპის ტრიუმფატორთან 15 წუთზე მეტი წააგო.
ეტაპზე ერთ-ერთი უსწრაფესი ამერიკელი რობი გორდონი იყო, მაგრამ საბოლოოდ, ის მეორე შედეგს დასჯერდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ მან მოიგო წინა ეტაპი. გორდონისთვის მიმდინარე დაკარი პრობლემებით დაიწყო და ის მოწინავე ათეულს კარგა მანძილზე ჩამორჩა, მაგრამ ბოლო რამდნიმე ეტაპია, მუდმივად სამეულში შედის და ამის წყალობით, საერთო კლასიფიკაციაში მე-16 ადგილამდე აინაცვლა.
ეტაპის დასაწყისში კარგი ტემპი აკრიფა ფრანგმა გერლან ჩიჩერიმ, ვინც კარგა ხანს უსწრაფესი იყო, მაგრამ შემდეგ მის ბაგიზე ტრანსმისია დაზიანდა, რისმა რემონტმაც ბევრი დრო მოითხოვა. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ჩიჩერის საერთო კლასიფიკაციაში მისმა თანაგუნდელმა რონან ჩაბომ გადაასწრო.


მე-12 ეტაპის შედეგები
1. ნანი რომა (ესპანეთი, X-რეიდ მინი)                                       3:36:34
2. რობი გორდონი (აშშ, გორდონ ჰამერი)                                   + 4:18
3. ხინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, იმპერიალ ტოიოტა)    + 4:25
4. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)               + 6:03
5. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, X-რეიდ ბეემვე)                + 6:26
6. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ოვერდრაივ ტოიოტა)           + 9:25
7. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი)                       + 9:58
8. რონან ჩაბო (საფრანგეთი, SMG ბაგი)                                     + 10:18
9. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, X-რეიდ მინი)                           + 15:10
10. იონ ჟუ (ჩინეთი, გრეიტ უოლი)                                             + 22:48

კლასიფიკაცია 12 ეტაპის შემდეგ
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)               32:50:02
2. ხინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, იმპერიალ ტოიოტა)    + 50:21
3. ნანი რომა (ესპანეთი, X-რეიდ მინი)                                       + 1:31:06
4. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, X-რეიდ მინი)                            + 1:h34:47
5. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, X-რეიდ ბეემვე)                + 2:01:50
6. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი)                       + 2:39:46
7. რონან ჩაბო (საფრანგეთი, SMG ბაგი)                                      + 3:03:11
8. გერლან ჩიჩერი (საფრანგეთი, SMG ბაგი)                               + 3:42:51
9. პასკალ თომასი (საფრანგეთი, MD ბაგი)                                 + 4:14:26
10. ჯეფ ოლჰოლმი (ავსტრალია, ოვერდრაივ ტოიტოა)            + 4:29:11

No comments:

Post a Comment