Tuesday, January 8, 2013

„რენომ“ პატარა ქროსოვერ „კაპტურის“ ტიზერი გაავრცელა (ვიდეო)

Renault Drops First Teaser Image and Video of New Captur Small Crossover
8 იანვარი
ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „რენომ“ ჟენევის მოტორ შოუზე, პატარა ათლეტური სამკარიანი კონცეპტუალური ქროსოვერი „კაპტური“ გვიჩვენა. მაშინ ისიც ითქვა, რომ ამ ავტომობილს სერიული წარმოების პერსპექტივა ჰქონდა. მაგრამ ჯერჯერობით, პირველ ჩვენებას გაგრძელება არ მოჰყოლია.
და აი, როგორც ირკვევა, კონცეპტუალურმა ავტომობილმა სახეცვლილება განიცადა, სახელი დაიტოვა და მალე მისი წინასერიული ვერსია, ისევ ჟენევაში გამოჩნდება. ამის დასტურად, ფრანგულმა კომპანიამ ფოტო და ვიდეო ტიზერები გამოაქვეყნა და ისიც მოგვახსენა, რომ ამ ავტომობილს დეტალურად მალე გაგვაცნობს.
„კაპტურით“, რომელიც „რენო-ნისანის“ ალიანსის მოდულურ B პლატფორმაზეა ბაზირებული და ბევრი საერთო აქვს მეოთხე თაობის „რენო კლიოსთან“ და მისნაირ „ნისან ჯუკთან“, რომბები კონკურენციას „პეჟოს“ უახლეს ქროსოვერ 2008-ს და „ოპელ მოკას“ გაუწევენ.
„რენო“ ჯერ არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა ძრავებით აღიჭურვება მისი სრულიად ახალი ავტომობილი. სავარაუდოდ, ბენზინის და დიზელის მცირელიტრაჟიან აგრეგატებს ის „კლიოსგან“ მიიღებს.

ვიდეო

No comments:

Post a Comment