Thursday, January 3, 2013

„ჰიუნდაის“ ჯგუფი გაყიდვების ზრდის შენელებას ვარაუდობს


Hyundai, Kia forecast smallest growth in global sales in 7 years
3 იანვარი
„ჰიუნდაის“ ჯგუფმა, რომელშიც საკუთრივ „ჰიუნდაი მოტორი“ და „კია მოტორსია“ გაერთიანებული, მორიგი წარმტებული წელი დაასრულა. ორივე კომპანიამ ერთად 7.12 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა (80-პროცენტიანი ზრდა), რაც დაგეგმილზე (7.0 მილიონი) მეტია. თუმცა იმავდროულად, კორეული ავტოგიგანტი ვარაუდობს, რომ წელს გაყიდვების ზრდის ტემპი ოდნავ შენლდება.

ამის მთავარი მიზეზებია ეკონომიკური კრიზისი და კორეული ვონის კურსის სიმყარე, რაც საექსპორტო ოპერაციების მომგებიანობაზე უარყოფითად მოქმედებს. პროგნოზის მიხედვით, ორივე კომპანია ჯამში 7.43 მილიონი ავტომობილის რეალიზებას გეგმავს, რაც 4.1-პროცენტიან ზრდას ნიშნავს. ბოლო შვიდ წელიწადში, ეს გაყიდვების ყველაზე მცირე ზრდა იქნება.
„2013 წელს ბევრი სირთულე გველის. პირველ რიგში, ეს იქნება ევროპაში არსებული კრიზისი, მეორე კი გლობალური ეკონომიკის ზრდის შენელება. ეს ყველაფერი, ჩვენს საერთაშორისო ოპერაციებსაც დააზარალებს და კორეულ წარმოებასაც“, - ამბობს „ჰიუნდაის“ და „კიას“ დირექტორთა საბჭოების თავმჯდომარე ჩუნ მონ კო.
დაგეგმილი 7.43 მილიონიდან, 4.66 მილიონის გაყიდვას „ჰიუნდაი“ ვარაუდობს, 2.75 მილიონის გაყიდვას კი „კია“ აპირებს. „ჰიუნდაის“ მარკეტოლოგები ასევე ვარაუდობენ, რომ გლობალური ავტოინდუსტრიის ზრდა 3.6 პროცენტი იქნება, ანუ კორეული ჯგუფის ზრდაზე ნაკლები.
მსოფლიოს უდიდეს, ჩინეთის ბაზარზე, ორივე კომპანია ჯამში 1.25 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავს. ცისქვეშეთი „ჰიუნდაისთვის“, ისევე როგორც ბევრი მისი კონკურენტისთვის, გასაღების უდიდესი ბაზარია - ამ ქვეყანაზე კორეული კომპანიის გაყიდვების 18 პროცენტი მოდის. ჩინეთს ოდნავ ჩამორჩება აშშ, სადაც „ჰიუნდაის“ მიერ მთელს მსოფლიოში რეალიზები ავტომობილების 17 პროცენტი იყიდება. ამერიკა „კიასთვისაა“ უდიდესი ბაზარი - ის აქ მის მიერ გამოშვებული ავტომობილების 21 პროცენტს ჰყიდის. მეორე კი კორეააა, სადაც „კიას“ ავტომობილების 17 პროცენტი იყიდება.

No comments:

Post a Comment