Thursday, January 24, 2013

„ფორდ კუგა“ ყველაზე უსაფრთხოა უგზოობის პატარა ავტომობილებში (ვიდეო)

Euro NCAP Names New Ford Kuga The Safest Small SUV
24 იანვარი
ევროპის ახალი ავტომობილების შეფასების პროგრამამ (Euro NCAP) გამოაქვეყნა იმ ავტომობილების სია, რომლებმაც მის მიერ ჩატარებული ქრეშ ტესტების დროს, უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს. მათ შორის აღმოჩნდა ახალი „ფორდ კუგა“, რომელიც უგზოობის კომპაქტურ ავტომობილებს შორის ყველაზე უსაფრთხოდ აღიარეს.

„კუგა“, რომლის გაყიდვებიც მალე დაიწყება, თავის მძღოლს და მგზავრებს უსაფრთხოების 94-პროცენტიან დონეს სთავაზობს. უსაფრთხოების ასეთ მაღალ დონეს კი სტანდარტულ ეკიპირებაში შემავალი აირბალიშები და სხვა თანამედროვე სისტემები უზრუნველყოფს.
„წინიდან შეჯახების დროს, სამგზავრო სეგმენტი პრაქტიკულად დაუზიანებელი რჩება. მანეკენებზე დაყენებული სენსორები გვიჩვენებს, რომ კარგადაა დაცული მძღოლის და მგზავრების ფეხები და თეძოს არეს ძვლები. და ეს ეხება არამხოლოდ წინა სავარძლებზე მსხდომთ, არამედ უკანა მგზავრებსაც“, - ნათქვამია Euro NCAP-ის მიერ გამოქვეყნებულ განმარტებაში.
ყველაფერთან ერთად, ავტომობილმა უმაღლესი შეფასება უსაფრთხოების დამხმარე სისტემების შეფასებაშიც მიიღო. „კუგას“ სტანდარტულ ეკიპირებაში შედის ESP, ღვედების შემხსენებელი, სიჩქარის შემზღუდველი და სხვა.



ვიდეო

No comments:

Post a Comment