Tuesday, January 22, 2013

„როლს როისმა“ ახალი „ვრეიტის“ პროფილი გვიჩვენა

Rolls-Royce Officially Shows New Wraith's Profile
22 იანვარი
„როლს როისმა“ თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, კუპე „ვრეიტის“ ფოტო ტიზერი გაავრცელა, რომელიც დაჩრდილულ ფონზე კია გადაღებული, თუმცა სიახლეზე წარმოდგენას მაინც იძლევა. და თუ იმ მსტოვრულ ფოტოებსაც გადავხედავთ, რომლებიც ზამთრის ტესტების დროსაა გადაღებული, უფრო ნათელ სურათსაც მივიღებთ.

ამ ფოტოების შეჯერებით შეგვიძლია დავასკვნათ: ახალი ავტომობილი ზორბაა, „როლს როისისთვის“ დამახასიათებელი გრძელი კაპოტით. მას აქვს მხოლოდ ორი კარი და უკან დახრილი სახურავი, ეგრეთ წოდებული „სპორტბეკ“ სტილის უკანა საყრდნით. სწორედ ეს სამი დაქტორი წარმოგვიდგენს მას სპორტულ ავტომობილად.

ახლა ვარაუდებიც: „ვრეიტი“ იქნება მსუბუქი (როლს როისის სხვა მოდელებთან შედარებით), თუმცა მისი წონა ალბათ მაინც ორ ტონას მიაღწევს. ავტომობილი V12 ძრავით აღიჭურვება, რომელიც მას იმაზე მეტი ცხენის ძალით მოემსახურებ, ვიდრე „გოსტის“ და „ფანტომის“ განკარგულებაშია.

დაბოლოს, „როლს როისი“ გვპირდება, რომ ჟენევამდე, ამ ავტომობილის შესახებ ინფორმაციებს მცირე პორციებით, დროდადრო გაგვაცნობს...

No comments:

Post a Comment