Wednesday, January 30, 2013

„სუზუკიმ“ უკვე სამი მილიონი „სვიფტი“ გაჰყიდა


Suzuki Sells Three Million Swifts
30 იანვარი
სუბკომპაქტური ავტომობილების სეგმენტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და და გადატვირთულია. იქ ფეხის მოკიდება ძალიან ძნელია და არის შემთხვევები, როდესაც მწარმოებლებს არაპოპულარული მოდელის კონვეიერიდან მოხსნა, ან სასწრაფოდ შეცვლა უწევთ ხოლმე.

სანამ „სუზუკის“ გამაში სახელი „სვიფტი“ გაჩნდებოდა, მანამდე ის ამ სეგმენტში „კულტუსს“ ჰყიდდა, რომელიც დიდი პოპულარობით ვერ დაიკვეხნიდა. 2000 წელს იაპონური ბაზრისთვის, „სვიფტი“ შეიქმნა, რომელიც უცხოურ ბაზრებზე „იგნისის“ სახელით გადიოდა. 2004 წელს კი ამ სახელის მატარებელი ავტომობილის ევროპული პრემიერა პარიზის მოტორ შოუზეც გაიმართა.
„იგნისისგან“ განსხვავებით, ევროპული „სვიფტი“ შეიქმნა არა იმისათვის, რომ თავისი სიიაფით მიეზიდა მყიდველი, არამედ მას მფლობელისათვის სიამოვნებაც უნდა მიენიჭებინა. ახალმა პლატფორმამ ევროპაში ტესტების ინტენსიური სერია გაიარა. მისი ძრავები და ტრანსმისიები ისე იყო შემუშავებული, რომ ავტომობილის მართვა, მძღოლისთვის სიამოვნების მომტანი ყოფილიყო.
ამ 12 წელიწადში უკვე მესამე თაობის „სვიფტი“ გამოდის და როგორც ჩანს, ეს სახელი კიდევ დიდხანს დარჩება „სუზუკის“ საწარმოო პროგრამაში. ასეთი ვარაუდის საფუძველს კი ის ფაქტი იძლევა, რომ იაპონურმა კომპანიამ მთელს მსოფლიოში უკვე 3 მილიონი „სვიფტის“ გაყიდვა მოასწრო. უფრო მეტიც, კომპანიის მონაცემებით, გაყიდვების ტემპი მატულობს - ამ სამიდან ერთი მილიონი ბოლო ორ წელიწადში გაიყიდა.
„სუზუკი“ პოპულარულ სუბკომპაქტურ ჰეჩბეკს მთელს მსოფლიოში აწარმოებს. ყველაზე მეტ „სვიფტს“ უნგრული ქარხანა უშვებს. გარდა ამისა, მასვე აწარმოებენ ჩინეთში, ინდოეთში, ინდონეზიაში, მალაიზიასა და ტაილანდშიც. „სვიფტი“ პოპულარულია ევროპაში, მაგრამ მისი გაყიდვები, სუბკომპაქტური კლასის ლიდერებისგან შორსაა. სამაგიეროდ, აზიაში ამ ავტომობილზე ტაციაობაა, რასაც მისი ხელმისაწვდომობა განაპირობებს. მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული „სვიფტებისგან“, 13 პროცენტს იაპონიის ბაზარი ითვისებს, 45 პროცენტს ინდოეთი, 23 პროცენტს კი - ევროპა.

No comments:

Post a Comment