Thursday, January 10, 2013

ალ-ატია ლიდერს წამოეწია

Al-Attiyah wins sixth Dakar stage to close right in on Peterhansel
10 იანვარი
დაკარზე კიდევ ორი ეტაპი მიილია და ფრანგმა სტეფან პეტერანსელმა ლიდერობა შეინარჩნა. ამასთან, ექვსი ეტაპის შემდეგ ერთადერთი, ვისაც მისთვის გამარჯვებაში ხელის რეალურად შეშლა შეუძლია, არის კატარელი ნასერ ალ-ატია (ფოტოზე). დანარჩენები კი იმდენად ჩამორჩნენ, რომ მხოლოდ იღბლის იმედზე თუ იქნებიან.
სამწუხაროდ, რბოლას უკვე მსხვერპლიც ჰყავს. ოღონდ, არა რბოლის მონაწილეთა შორის. ინციდნტი პერუსა და ჩილეს საზღვართან მოხდა. ის ორ ტაქსისა და რბოლის მონაწილე ერთ-ერთი ეკიპაჟის გამყოლ მანქანას შეემთხვა. ერთ-ერთ ტაქსი გამყოლს დაეჯახა, მეორემ კი შეჯახებისთვის თავის არიდება სცადა, მაგრამ რამდენჯერმე ამოყირავდა. გამყოლ მანქანაში სამი მექანიკოსი იჯდა, ტაქსებში კი - 6 და 4 მგზავრი. ტაქსიში, რომელიც გამყოლ მანქანას დაეჯახა, ორი ადამიანი დაიღუპა. ორივე მანქანიდან შვიდ ადამიანი კი დაშავდა. მათ სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს.
მეხუთე ეტაპი ესპანელმა ნანი რომამ მოიგო, პეტერანსელი მეორე ადგილს დასჯერდა, მაგრამ რაც მთავარია, ალ-ატიას თითქმის ხუთი წუთი მოუგო, რითაც მასთან საერთო კლასიფიკაციაში უპირატესობა თითქმის 10 წუთამდე გაზარდა. კატარელი გზას ასცდა და დროც ამის გამო დაკარგა.
არადა, ეტაპის დასაწყისში მან კარგი ტემპი აკრიფა და ისე ჩანდა, რომ ფრანგის ლიდერობას ძნელი გამოცდა ელოდა. მაგრამ როგორც ალ-ატიამ აღიარა, ნავიგაციაში ელემენტარული შეცდომა დაუშვა და ეს ძვირად დაუჯდა. კატარელის თანაგუნდელი კარლოს საინსი ლიდერს სამი საათით ჩამორჩა.
ალ-ატიამ დანაკარგი მე-6 ეტაპზე სრულად აინაზღაურა. მან პეტერანსელს 8 წუთზე მეტით აჯობა და ახლა მასთან წუთზე ოდნავ მეტსღა აგებს. ეს კატარელის მიერ მიმდინარე რბოლაში მოგებული მესამე სპეცმონაკვეთია. ორივე ეტაპზე, მესამე საუკეთესო იყო ამერიკელი რობი გორდონი, თუმცა საერთო კლასიფიკაციაში ის ათეულს მიღმაა.
საინსი კი რბოლას გამოეთიშა. ამჯერად მას ძრავში შეექმნა პრობლემები და სპეცმონაკვეთის ფინიშსაც ვერ მიაღწია. მსგავსი პრობლემები რომასაც ჰქონდა, რის გამოც, მე-7 ადგილზე გადაინაცვლა და გამარჯვების შანსიც პრაქტიკულად დაკარგა.

მე-5 ეტაპის შედეგები
1. ნანი რომა (ესპანეთი, X-რეიდ მინი)                                      1:49:40
2. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)              +1:23
3. რობი გორდონი (აშშ, გორდონ ჰამერი)                                  +1:41
4. ხინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, იმპერიალ ტოიოტა)   +1:51
5. კარლოს საინსი (ესპანეთი, რედ ბულ ბაგი)                          +3:41
6. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, X-რეიდ მინი)                           +5:10
7. ნასერ ალ-ატია (კატარი, რედ ბულ ბაგი)                               +6:01
8. გერლან ჩიჩერი (საფრანგეთი, SMG ბაგი)                              +6:41
9. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, X-რეიდ ბეემვე)               +7:15
10. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი)                     +7:54

მე-6 ეტაპის შედეგები
1. ნასერ ალ-ატია (კატარი, რედ ბულ ბაგი)                               4:52:08
2. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)              +8:36
3. რობი გორდონი (აშშ, გორდონ ჰამერი)                                  +13:52
4. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, X-რეიდ ბეემვე)               +14:13
5. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, X-რეიდ მინი)                           +15:48
6. ხინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, იმპერიალ ტოიოტა)   +17:17
7. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ოვერდრაივ ტოიოტა)           +25:36
8. რონან ჩაბო (საფრანგეთი, SMG ბაგი)                                     +25:53
9. გერლან ჩიჩერი (საფრანგეთი, SMG ბაგი)                               +28:28
10. ერიკ ვეფერსი (ჰოლანდია, HRX ფორდი)                             +30:16

კლასიფიკაცია 6 ეტაპის შემდეგ
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)               14:36:16
2. ნასერ ალ-ატია (კატარი, რედ ბულ ბაგი)                                +1:18
3. ხინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, იმპერიალ ტოიოტა)     +42:31
4. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, X-რეიდ მინი)                            +44:47
5. გერლან ჩიჩერი (საფრანგეთი, SMG ბაგი)                                +1:16:26
6. რონან ჩაბო (საფრანგეთი, SMG ბაგი)                                       +1:27:52
7. ნანი რომა (ესპანეთი, X-რეიდ მინი)                                        +1:30:52
8. ბერნარ ერანდონეა (ანდორა, SMG ბაგი)                                  +1:50:37
9. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი)                        +2:02:55
10. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, X-რეიდ ბეემვე)               +2:05:27

No comments:

Post a Comment