დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, January 31, 2013

„ფორდი“ ჰიბრიდულ სეგმენტს უტევს


Ford Achieves Record Hybrid Sales Due to Fusion and C-MAX Models
30 იანვარი
შარშან ამერიკულმა კომპანიამ ბაზარზე ხუთი ახალი ჰიბრიდული ავტომობილი გამოიტანა, რამაც ამ სეგმენტში მისი გაყიდვები გაზარდა. თუმცა, ცისფერი ოვალი კონკრეტულ შედეგებს წელს ელის და ვარაუდობს, რომ მისი ჰიბრიდების გაყიდვები ხუთჯერ გაიზრდება. ასეთი ვარაუდის საფუძველს კი იანვრის შედგები იძლევა - ამ თვეში ამერიკულ კომპანიას უკვე 6000-ზე მეტი ჰიბრიდული ავტომობილი აქვს გაყიდული, შარშან იმავე პერიოდში კი მხოლოდ 1209-ს გაყიდვა მოხერხდა.

„მაკლარენ MP4-28“ ძველი ლეგენდების ფონზე (ვიდეო)

McLaren present new car with a blast from the past
31 იანვარი
უოკინგში, ტექნოლოგიურ ცენტრში, „მაკლარენმა“ თავისი ახალი სარბოლი ავტომობილის, MP4-28-ს პრეზენტაცია ჩაატარა. ახალზელანდლი ბრიუს მაკლარენის მიერ დაარსებულ გუნდს წელს 50 წელი უსრულდება და ამასთან დაკავშირებით, პრეზენტაციის ცერემონიაზე, დამსწრეთა წინაშე იმ ავტომობილების უმეტესობა წარადგინეს, რომლებმაც „მაკლარენს“ სახელი გაუთქვეს. პილოტები, სერხიო პერესი და ჯენსონ ბატონი კი ადგილზე კომპანია „მაკლარენის“ ორი საგზაო ავტომობილით, ჯერაც კამუფლირებული P1-ით (ბატონი) და MP4-12C-თი (პერესი) გამოცხადდნენ.

Wednesday, January 30, 2013

ახალი ამბები „ფერარი F150-ის“ შესახებ

New Details on Ferrari F150 Hit the Web after Private Preview, Said to have 950HP
30 იანვარი

„ფერარის“ ერთი ტრადიცია აქვს - სანამ მორიგი სუპერ ავტომობილის მსოფლიო პრემიერას ჩაატარებს, მას თავის ერთგულ მყიდველს წარუდგენს ხოლმე, რისთვისაც დახურულ ჩვენებას აწყობს. რა თქმა უნდა, დამსწრეთაგან ბევრი ადგილზევე უკვეთავს მორიგ „ნუგბარს“. გავა ცოტა ხანი და ახალ ავტომობილს მთელი მსოფლიო, რომელიმე დიდ გამოფენაზე ნახულობს.

„სუზუკიმ“ უკვე სამი მილიონი „სვიფტი“ გაჰყიდა


Suzuki Sells Three Million Swifts
30 იანვარი
სუბკომპაქტური ავტომობილების სეგმენტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და და გადატვირთულია. იქ ფეხის მოკიდება ძალიან ძნელია და არის შემთხვევები, როდესაც მწარმოებლებს არაპოპულარული მოდელის კონვეიერიდან მოხსნა, ან სასწრაფოდ შეცვლა უწევთ ხოლმე.

ყველაზე ექსტრემალური „ბეემვე“

Probably the Most Extreme Tuned BMW Ever Now For Sale
30 იანვარი
„იზეტა“ იტალიური ბრენდია, რომელმაც ერთხელ „ბეემვე“ გაკოტრებას და „მერსედესის“ ხელში ჩაგდებას გადაარჩინა. თუმცა მერე ეს სახელი ისტორიის კუთვნილება გახდა. ახლახანს, მისი აღდგენის შანსი გაჩნდა - ბევრი ფიქრობდა, რომ ელექტრომობილების ბრენდს ბავარიელები სწორედ „ისეტას“ სახელით წარადგენდნენ. მაგრამ ასე არ მოხდა, „იზეტა“ ისევ ისტორიის განკარგულებაში დარჩა.

ჰიბრიდების პოპულარობა იზრდება

Hybrids outsell many market segments in 2012, still struggling
30 იანვარი

გასული წელი, ამერიკის ბაზარზე ძალიან წარმატებული გამოდგა ჰიბრიდული ავტომობილების სეგმენტისთვის. გამოცემა „უორდს ავტოს“ მიერ მოპოვებული მონაცემებით, ამერიკაში სულ 427 605 ჰიბრიდული ავტომობილი გაიყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 64 პროცენტით მეტია.

„ფერარიმ“ ახალ ბოლიდს F138 უწოდა


Ferrari’s new car to be named F138
30 იანვარი
„ფერარი“ თავის ახალ მანქანას პირველ თებერვალს გვიჩვენებს. პრეზენტაცია მარანელოში გაიმართება. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ მანქანის სახელია F138. სახელში F „ფერარის“ აღნიშნავს, 13 – 2013 წელს, 8 კი - V8 ძრავს. ფაქტობრივად, ასეთი სახელი, V8 ძრავების გამოყენების ბოლო სეზნს მიეძღვნა, რადგან 2014 წლიდან ძრავების რეგლამენტი იცვლება და ფორმულა ერთი 1.6-ლიტრიან V6 ტურბო ძრავებზე გადავა.

Tuesday, January 29, 2013

ახალი „ასტონ მარტინ რეპიდ S“ – 550 ცხენის ძალით

New Aston Martin Rapide S gets 550HP and a Huge Grille
29 იანვარი
ორი რამ, რაც „ასტონ მარტინ რეპიდს“ გამოკვეთილად კარგი აქვს, დახვეწილი გარეგნობა და სიმძლავრეა. მაგრამ ოთხკარიანი კუპეების სეგმენტს თანდათან ახალი ავტომობილები ავსებს და კონკურენციაც მძაფრდება. თანაც, უკვე სამი წელია, რაც „რეპიდი“ ბაზარზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მინიმუმ, ხელის მსუბუქი შევლება მაინც სჭირდებოდა.

„ტოიოტა“ ისევ მსოფლიო ლიდერია

Toyota wins back global auto sales crown from GM
29 იანვარი
როგორც მოსალოდნელი იყო, „ტოიოტა მოტორ კორპორეიშნმა“ გაყიდვებით უკან მოიტოვა თავისი ორი მთავარი მეტოქე - „ჯენერალ მოტორსი“ და „ფოლკსვაგენი“ და მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა, რომელიც ერთი წლით, იაპონიაში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფების გამო დაკარგა.

კარაჩოლას რეკორდი 75 წლისაა


Rudolf Caracciola and the 432.7 km/h speed record
29 იანვარი
სარეკორდო "მერსედეს W125"
გერმანელი მრბოლი რუდოლფ კარაჩოლა ერთ-ერთი საუკეთესო იყო 30-იან წლებში. მისი და გერმანელი ბერნდ როზემეიერის პაექრობები, იმ დროის რბოლებზე ათეულობით ათას მაყურებელს იზიდავდა. გერმანიის აფუსსა და ნურბურგრინგზე კი ამ ორი ვარსკვლავის სახელს იმდენი მაყურებელი მოჰყავდა, დღესაც კი გააკვირვებდა ადამიანს.

Monday, January 28, 2013

„ლოტუს E21“ - სეზონი გაიხსნა (ვიდეო)

Lotus reveals its new E21 F1 car
28 იანვარი

„ლოტუსი“ პირველი გუნდია, რომელმაც ახალი სეზონისთვის მომზადებული მანქანა გვიჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეგლამენტით, მანქანის ცხვირზე კეხის გასწორება სპეციალური დეტალითაა დაშვებული, „ლოტუსმა“ მის გამოყენებაზე უარი თქვა. ამ მხრივ, ახალი E21 გასული სეზონის მანქანას ჰგავს. თუმცა, პრეზენტაციაზე ითქვა, რომ შესაძლოა, სეზონის მსვლელობისას, კეხი მაინც გასწორდეს.

„ჰიუნდაი სანტა ფე“ ყველაზე უსაფრთხოა უგზოობის დიდ ავტრომობილებში

Hyundai Santa Fe safest large SUV on the market
28 იანვარი
„ევრო NCAP-ის“ ქრეშ ტესტებმა გამოავლინა, რომ დიდი ზომის უგზოობის ავტომობილებს შორის, „ჰიუნდაი სანტა ფე“ ყველაზე უსაფრთხოა. უფრო კონკრეტულად, უსაფრთხოების კრიტერიუმების შეჯერებით, ის სჯობნის ისეთ სერიოზულ კონკურენტებს, როგორებიცაა ახალი „რეინჯ როვერი“ და „მერსედეს-ბენცის“ M-კლასი.

კარლოს საინს უმცროსი ფ1-ს უახლოვდება

Sainz jr moves even closer to F1 future
28 იანვარი
კარლოს საინს უმცროსი, რალის ორგზის ჩემპიონ კარლოს საინსის შვილი, „რედ ბულის“ მრბოლთა განვითარების პროგრამაში ჩაერთო. 18 წლის ესპანელმა კონტრაქტი გააფორმა „რედ ბულ რეისინგის“ შეფ ქრისტიან ჰორნერთან და მარკ უებერის ფ3-ის გუნდთან, რომლის მანქანითაც, ბრიტანეთის და ევროპის ფორმულა 3-ის ჩემპიონატებში იასპარეზებს.

ახალი „რეინჯ როვერის“ მიწოდება დაიწყო

First deliveries of new Range Rover begin
28 იანვარი
სულიჰულში (დასავლეთ მიდლენდი), „ლენდ როვერის“ ახალ ჩაბარების ცენტრში, რომელიც კომპანიის ქარხნის გვერდით მდებარეობს, ახალი „რეინჯ როვერის“ მიწოდება დაიწყო. ეს ცენტრი სპეციალურადაა შექმნილი იმისათვის, რომ შემკვეთს თავისი ავტომობილის ქარხანაშივე არჩევის საშუალება მიეცეს. და არჩევის პროცესში, ცენტრის თანამშრომლები მას უმაღლესი ხარისხის მომსახურება-გიდობას გაუწევენ.

„ფერარის“ ახალ ბოლიდს კეხი არ ექნება

2013 Ferrari to hide 'step' in nose - report
28 იანვარი
ფორმულა ერთის გუნდებიდან, ახალ ბოლიდს პირველი „ლოტუსი“ დღეს გვიჩვენებს. რამდნიმე დღეში კი „ფერარის“ ახალ ერთადგილიანსაც ვნახავთ, რომლითაც ფერნანდო ალონსო და ფელიპე მასა ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. ჯერჯერობით, ახალი მანქანის სახელიც კი გასაიდუმლოებულია, თუმცა მისი ზოგიერთი დეტალი უკვე ცნობილია.

Sunday, January 27, 2013

„ფორდის“ „ჯიპ ვრანგლერი“ – „ტროლერ TR-X“


Ford's Jeep Wrangler: The Troller TR-X concept
27 იანვარი
„ტროლერი“ ბრაზილიური კომპანიაა და „ჯიპ ვრანგლერის“ ტიპის უგზოობის ავტომობილ T4-ს აწარმოებს. 2007 წელს მისი მფლობელი „ფორდი“ გახდა, რის შემდეგაც, მას ყველა მოიხსენიებს, როგორც ბრაილიურ „ფორდს“. სან პაულუს მოტორ შოუზე, „ტროლერმა“უგზოობის კონცეპტუალური ავტომობილი TR-X წარადგინა, რომელიც გარეგნობით ერთდროულად ორ ავტომობილს - „ფორდ ბრონქოსა“ და „ტოიოტა FJ კრუიზერს“ მოგაგონებთ.

„ლოტუსის“ ახალ ბოლიდს ხვალ ვნახავთ

Lotus to launch on January 28
27 იანვარი
ფორმულა 1-ის გუნდებიდან „ლოტუსი“ პირველია, რომელიც ახალი სარბოლი ტექნიკის პრეზენტაციას ჩაატარებს. ეს ხვალ მოხდება, პრეზენტაცია ინტერნეტში, ონლაინ რეჟიმში, გუნდის ენსტოუნის ბაზიდან გაიმართება. მანქანის წარდგენის ღონისძიებას, „ლოტუსი“ თავისი „იუთუბის“ არხით ჩაატარებს. ბრიტანეთში კი პრეზენტაციის ნახვა „სკაი სპორტის“ ფ1-ის არხით იქნება შესაძლებელი.

Saturday, January 26, 2013

„პეჟო სიტროენი“ აიროვან ჰიბრიდულ ტექნოლოგიაზე მუშაობს (ვიდეო)

Peugeot Citroen to introduce compressed air hybrid by 2016
26 იანვარი
როდესაც ავტომობილის მამოძრავებლად, ენერგიის ალტერნატიული წყაროს გამოყენებაზეა ლაპარაკი, პირველ რიგში, „ტოიოტა“ და მისი ჰიბრიდული „პრიუსი“ და მის ბაზაზე წარმოებული ვარიაციები გაგვახსენდება. ამ მიმართულებით, „PSA პეჟო სიტროენი“ ნაკლებად აქტიურობს და მეტწილად სხვისი ტექნოლოგიების გამოყენებით გადის ფონს. მაგალითად, „მიცუბიში“ მისთვის ელექტრომობილ i-MiEV-ს აწარმოებს, რომელსაც ფრანგულ ჯგუფში შემავალი ორივე კომპანია თავისი ბრენდით ჰყიდის.

პორტუგალიას და საფრანგეთს ფ1-ში დაბრუნება სურთ

Portugal, France interested in 20th slot on 2013 Formula 1 calendar
26 იანვარი
ფორმულა ერთის შეფი ბერნი ეკლსტოუნი ამბობს, რომ წლევანდელ სეზონში შეიძლება მაინც 20 ეტაპი შევიდეს. როგორც ცნობილია, ამ სეზონში ნიუ ჯერსის ეტაპის ჩატარება ვერ ხერხდება. ამიტომ კალენდარში მის ადგილზე რომელიმე ევროპული ეტაპის ჩასასმელად, ბერნიმ გერმანული რბოლა ერთი კვირით გადასწია. შემცვლელი ეტაპისთვის თარიღად 21 ივლისი აირჩიეს.

Friday, January 25, 2013

„ნისანი“ „ლიფ ნისმოს“ შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს

Nissan Leaf Nismo Confirmed for Limited Production Run
25 იანვარი

„ნისანმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ელექტრომობილ „ლიფის“ სპორტულ ვერსიას შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს. ავტომობილი უმთავრესად იაპონური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. ავტომობილს იაპონური კომპანიის სპორტული შტოს, „ნისმოს“ ინჟინრები შეიმუშავებენ.

კუბიცამ შეიძლება DTM-ში იასპარეზოს

DTM race seat 'possible' - Kubica
25 იანვარი

რობერტ კუბიცა DTM-ის სერიაში მონაწილეობას არ გამორიცხავს. პოლონელმა მრბოლმა, „მერსედესის“ ტურინგის კლასის სარბოლი ავტომობილი გამოსცადა და როგორც გერმანული გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ ყვება, პირველივე წრეებიდან თითქმის ისეთივე სიჩქარე ჰქონდა, როგორიც „მერსედესის“ ტოპ პილოტს ბრიტანეთიდან, გერი პაფეტს.

„აუდი“ Q6-ის წარმოებას 2016 წელს დაიწყებს


Audi Q6 Slated for 2016 Debut
25 იანვარი
მას შემდეგ, რაც „ბეემვემ“ კუპე ქროსოვერ X6-ის წარმოება დაიწყო, გაჩნდა იმის ვარაუდ, რომ ბავარიელებს მალე „მერსედეს-ბენცი“ და „აუდიც“ მიბაძავდნენ. მაგრამ გავიდა რამდენიმე წელი და მათს სამოდელო გამას, ასეთი ავტომობილი ჯერაც აკლია. ამის გამო, X6 ამდენ ხანს მარტოა იმ სეგმენტში, რომელიც, თუ „ინფინიტის“ FX-ს არ ჩავთვლით, სწორედ მისი წყალობით წარმოიქმნა.

„პეჟო სიტროენ PSA-მ“ სრულიად ახალი, მოდულური პლატფორმა EMP2 გვიჩვენა (ვიდეო)

PSA Reveals All-New EMP2 Modular Platform
25 იანვარი
PSA პეჟო სიტროენმა“ ინტერნეტით გაავრცელა თავისი სრულიად ახალი, მოდულური პლატფორმა EMP2-ს ვიდეო. აბრევიატურა იშიფრება, როგორც „ეფიციენტ მოდულარ პლატფორმ 2“. ფრანგული კომპანია ამ პლატფორმას მოდლების ფართო სპექტრზე გამოიყენებს, მათ შორის, სედანებზე, ჰეჩბეკებზე, უგზოობის ავტომობილებზე და კომერციულ ფურგონებზეც კი.

Thursday, January 24, 2013

ხუთვარსკვლავიანი „ფორდ ფიუჟნი“ (ვიდეო)

Ford Fusion Is a Five-Star Car According to the NHTSA
24 იანვარი

სედანი „ფორდ ფიუჟნი“ არამხოლოდ თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მანქანაა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური და „მწვანეც“, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბაზარზე მისი ჰიბრიდული ვერსია გამოვიდა. უფრო მეტიც, როგორც აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ასოციაცია (NHTSA) ირწმუნება, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოცაა.

კუბიცას 456 კილომეტრი ვალენსიაში

Kubica pleased with performance in DTM test
24 იანვარი

ფორმულა 1-ის ჯერჯერობით ყოფილმა პილოტმა რობერტ კუბიცამ, ვალენსიას ტრეკზე, DTM-ისთვის მომზადებული „მერსედესით“ 114 წრე გაიარა. ეს წრიულ ავტოდრომზე მისი პირველი ვარჯიშია ბოლო ორ წელიწადში. ორი წლის წინ განცდილი უმძიმესი ავარიის შემდეგ, პოლონელ პილოტს პირველად მიეცა დიდი ჩაჭიდების მქონე ავტომობილის პილოტირების საშუალება.

„ბეემვე“ და „ტოიოტა“ თანამშრომლობას გააღრმავებენ

BMW and Toyota Deepen Collaboration, will Co-Develop a Mid-Size Sports Car
24 იანვარი

„ტოიოტამ“ და „ბეემვემ“, შარშან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, კონკრეტულ ხელშეკრულებად გადააფორმეს, რომლის ძალითაც, ახალ ტექნოლოგიებს და საშუალო ზომის სპორტულ ავტომობილს ერთობლივად შეიმუშავებენ. იაპონური ჯგუფის მხრიდან, ხელშეკრულებას ხელი „ტოიოტას“ პრეზიდენტმა აკიო ტოიოდამ მოაწერა, ბავარიული ჯგუფის მხრიდან კი - ნორბერტ რაიტჰოფერმა. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ეს ხელშეკრულება მათი ჯგუფებისთვის ბევრი სარგებლის მომტანი იქნება.

„პორშეს“ სუპერ ავტომობილი 960 ოთხი ტურბინით აღიჭურვება


Porsche 960 could come with quad-turbo flat-eight engine
24 იანვარი
„პორშე“ სუპერავტომობილ 960-ს გამოუშვებს, რომლითაც კონკურენციას „ფერარი 458 იტალიას“ და „მაკლარენ 4-12C-ს“ გაუწევს. იმის გამო, რომ ეს ავტომობილი „ფერარის“ მეტოქე იქნება, მას ხშირად „ფეფი-საც“ უწოდებენ, ანუ „ფერარი ფაიტერს“. როგორც გამოცემა „ავტომობილის“ რეპორტიორი გეორგ კახერი ირწმუნება, „პორშე 960“ რვაცილინდრიანი ოპოზიტური 3.9-ლიტრიანი, ოთხ ტურბოკომპრესორიანი ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 650 ცხენის ძალას მიაღწევს.

„ფორდი“: შარშან ევროპაში სუბკომპაქტების ბესტსელერი „ფიესტა“ იყო (ვიდეო)

Ford: Fiesta Was the Best Selling Small Car in Europe in 2012
24 იანვარი
ჯერ კიდევ მანამ, სანამ ბაზარზე განახლებული „ფიესტა“ გამოვიდოდა, ის ევროპის ბაზრის არამხოლოდ სუბკომპაქტური სეგმენტის, არამედ მთლიანად ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილი იყო. გასულ წელს კი ამ ავტომობილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ამერიკული კომპანიის ინფორმაციით, „ფიესტა“ ევროპის სუბკომპაქტური სეგმენტის ბესტსელერი გახდა.

„ფორდ კუგა“ ყველაზე უსაფრთხოა უგზოობის პატარა ავტომობილებში (ვიდეო)

Euro NCAP Names New Ford Kuga The Safest Small SUV
24 იანვარი
ევროპის ახალი ავტომობილების შეფასების პროგრამამ (Euro NCAP) გამოაქვეყნა იმ ავტომობილების სია, რომლებმაც მის მიერ ჩატარებული ქრეშ ტესტების დროს, უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს. მათ შორის აღმოჩნდა ახალი „ფორდ კუგა“, რომელიც უგზოობის კომპაქტურ ავტომობილებს შორის ყველაზე უსაფრთხოდ აღიარეს.

Wednesday, January 23, 2013

„რენო ზოის“ დამუხტვა მოუხერხებელია, თუმცა...


Charging Renault Zoe from Regular Socket Is Highly Impractical
23 იანვარი
ახლახანს „რენომ“ ელექტრომობილ „ზოის“ წარმოება დაიწყო, რომელიც ყველანაირი თვალსაზრისით, ძალიან იმედისმომცემი ავტომობილია - არის იაფი, აქვს საკმარისად დიდი სვლის მარაგი. ყველა შანსია იმისათვის, რომ ის პირველი მასობრივი ელექტრომობილი გახდეს. მაგრამ სანამ ასე მოხდება, ფრანგულ კომპანიას ერთი პრობლემის მოგვარება მოუწევს.

„მერსედეს-ბენცი“ GLK კუპეს 2016 წელს გამოუშვებს

Mercedes GLK Coupe to Arrive in 2016
23 იანვარი

„მერსედეს GLK“ ბაზარზე 2009 წელს გამოვიდა, თუმცა პრემიერამდეც ჰიტად იქცა და გასაკვირი არაა, რომ შტუტგარტელები მის გაყიდვებს არ უჩივიან. ამ ავტომობილს მათ უკვე მცირე განახლებაც ჩაუტარეს და ახლა უკვე მის მომავალზეც დაიწყეს ფიქრი. უფრო კონკრეტულად, ისინი უკვე მუშაობენ მეორე თაობის GLK-ზე და მის ბაზაზე, კუპე ვერსიის გამოშვებაზეც კი ფიქრობენ.

„ჰიუნდაი“ ოთხკარიანი კუპეს გამოშვებას აპირებს

Hyundai mulling four-door coupe model, V8 or V6 turbo for next Genesis Coupe
23 იანვარი
ოთხკარიანი კუპე, იგივე სპორტული სედანი, ავტომობილების ახალი კლასია, რომელშიც ძირითადად პრემიუმ მწარმოებლები დომინირებენ. „ჰიუნდაი“ ჯერ ამ ელიტის წევრი არ არის, თუმცა შესაფერისი ამბიციები კი გააჩნია და შესაბამისად, ელიტაში თუ ტრენდი ყალიბდება, ის კორეული კომპანიის ინტერესის სფეროშიც ექცევა. „ჰიუნდაი“ ამ მიმართულებით განვითარებას აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის გამაში მალე ალბათ ახალ ავტომობილებს ვიხილავთ.

„კია“ ჟენევაში კონცეპტუალური ავტომობილით წარდგება

Kia Prepares a "Racy New Urban Concept" for the 2013 Geneva Auto Salon
23 იანვარი

ჟენევის მოტორ შოუზე, „კია“ ახალ კონცეპტუალურ ავტომობილს წარადგენს, რომელის ფოტო ტიზერებიც ინტერნეტით გაავრცელა. ჯერ მხოლოდ ესაა, რაც კორეულმა კომპანიამ გაგვიმხილა. სახელიც კი საიდუმლოდ შეინახა. განმარტებაში კი მხოლოდ იმას უსვამს ხაზს, რომ ესაა „ახალი საქალაქო კოლორიტული ავტომობილის“ კონცეპცია.

„ფორდის“ გამოკვლევა - ევროპელები მწვანე ავტომობილებს ეტანებიან

Europe - 35% of Buyers Are Willing to Spend More on Green Tech Despite Recession
23 იანვარი

„ფორდის“ მიერ ორგანიზებულმა და დაფინანსებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ რეცესიის მიუხედავად, ავტომობილების ევროპელი მყიდველების მესამედზე მეტი მზადაა, მეტი გადაიხადოს იმისათვის, რომ მწვანე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, გარემოსადმი მეგობრული ავტომობილი შეიძინოს.

Tuesday, January 22, 2013

მოტოციკლის ორცილინდრიანი ძრავი „ბეემვე i3-სთვის“

BMW Exec Confirms Two-Cylinder Motorcycle Engine for i3 REx
22 იანვარი

„ბეემვეს“ ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ მისი კომპანია, სუბკომპაქტურ ელექტრულ i3-ის მყიდველს, დამატებითი ოპციის სახით, სვლის სიშორის გასაზრდელად, მოტოციკლის ორცილინდრიან ძრავს და მასთან დაკავშირებულ გენერატორს შესთავაზებენ. ამ ეტაპზე, ასეთ ოპციად ბავარიული კომპანია 1.5-ლიტრიან სამცილინდრიან ძრავს განიხილავს.

კუბიცა ჯერ ფ1-სთვის მზად არაა

Mercedes says Robert Kubica is not yet fit to test a Formula 1 car
22 იანვარი

რობერტ კუბიცა ფიზიკურად მზად არაა იმისათვის, რომ ფორმულა ერთის ავტომობილის მართვა შეძლოს, - ამბობს „მერსედესის“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი და თანამფლობელი ტოტო ვოლფი, რომელმაც სამქიმიანებთან ახლახანს „უილიამსიდან“ გადაინაცვლა. იმავდროულად, გერმანული კომპანიის მოტორსპორტის შტო, პოლონელ პილოტს, DTM-ის სარბოლი ავტომობილის ტესტირების საშუალებას აძლევს.

„როლს როისმა“ ახალი „ვრეიტის“ პროფილი გვიჩვენა

Rolls-Royce Officially Shows New Wraith's Profile
22 იანვარი
„როლს როისმა“ თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, კუპე „ვრეიტის“ ფოტო ტიზერი გაავრცელა, რომელიც დაჩრდილულ ფონზე კია გადაღებული, თუმცა სიახლეზე წარმოდგენას მაინც იძლევა. და თუ იმ მსტოვრულ ფოტოებსაც გადავხედავთ, რომლებიც ზამთრის ტესტების დროსაა გადაღებული, უფრო ნათელ სურათსაც მივიღებთ.

Monday, January 21, 2013

კონცეპტუალური „ფოლკსვაგენ ქროსბლიუ“ – „ფორდ ექსპლორერის“ ახალი მეტოქე

New VW CrossBlue Crossover Concept Aims at Ford Explorer
21 იანვარი
როდესაც საავტომობილო კომპანიას სურს, რომ მსოფლიო ლიდერი გახდეს, მან ჯერ ამერიკის ბაზარზე უნდა მოიპოვოს და განიმტკიცოს მოწინავე პოზიცია. ამერიკაში წარმატების მისაღწევად კი აუცილებელია, რომ იქაურ მყიდველს, პიკაპებისა და უგზოობის ავტომობილების ფართო სპექტრი შესთავაზო.

„ბეემვეს“ და „აუდის“ ძრავები ყველაზე არასაიმედოთა შორის მოხვდა

German cars 'among worst for engine failures'
21 იანვარი

ავტომობილი რთული მანქანაა, რომელიც ათასობით ნაწილისგან შედგება. სულერთია, მისი პატრონი უვლის, თუ არა ავტომობილს, მას ადრე თუ გვიან, რამე აუცილებლად გაუფუჭდება. ეს კი მფლობელისთვის პრობლემის შემქმნელია. და იმისათვის, რომ ავტომფლობელებს პრობლემები შეუმცირონ და თავადაც მოგებით იმუშაონ, არსებობს სადაზღვევო კომპანიები. ისინი ყველაფერს აზღვევენ.

„შელბი ფოკუს ST“

Shelby Juices Up 2013 Ford Focus ST's Looks and Dynamics
21 იანვარი
როგორც წესი, „შელბის“ ინჟინრები ძირითადად „ფორდის“ ავტომობილების სრულყოფაზე არიან სპეციალიზებუნი, მათი საყვარელი მოდელი კი ამერიკის იკონა - „მუსტანგია“. თუმცა, „შელბის“ რკინის ჯადოქრების ყურადღებას ხანდახან ცისფერი ოვალის სხვა ავტომობილებიც იქცევენ. ამჯერად ეს „სხვა“ ჰეჩბეკ „ფოკუსის“ ტემპერამენტიანი ვერსია ST აღმოჩნდა.

Sunday, January 20, 2013

„მერსედეს-ბენცმა“ ახალი CLA გაგვაცნო

Mercedes-Benz CLA Officially Launched
20 იანვარი

„მერსედეს-ბენცმა“ თავისი სამოდელო გამა ახალი აცვტომობილით შეამკო. ეს არის სპორტული სედანი, ან თუ გნებავთ, ოთხკარიანი კუპე CLA, კომპაქტური ავტომობილი, რომელიც ახალი A-კლასის წინაამძრავიან პლატფორმა MFA-ზეა ბაზირებული და რომელიც მალე სრულამძრავიან (4MATIC) ტრანსმისიასაც მიიღებს. სამქიმიანების გამაში, ეს ავტომობილი, A და C-კლასებს შორის ნიშას შეავსებს. ამასთან, ორივეზე გრძელია.

„ფერარი“ გამწევ-ბერკეტიან საკიდარს ტოვებს


Ferrari to evolve 'pull-rod' layout for 2013
20 იანვარი
გასულ სეზონში, „ფერარის“ სარბოლი ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თავისებურება, წინა ეგრეთ წოდბული გამწევ-ბერკეტიანი (pull rod) საკიდარი იყო, რომელიც მანამდე ბოლომ „მინარდიმ“ 2001 წელს გამოიყენა. ამ სისტემას სხვა გუნდების ინჟინრები, გველის ნაკბენივით უფრთხოდნენ, რადგან მისი ინსტალაციაც და მომსახურებაც, სერიოზულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. თუმცაღა, დადებითი თვისებებიც ახასიათებს, რომეთა გამოც, მის დანერგვას შეიძლება აზრი ჰქონდეს.

Saturday, January 19, 2013

„შევროლემ“ შეიძლება „ტოიობარუს“ კონკურენტი გამოუშვას

Chevrolet Could Offer Toyobaru Sportscar Rival
19 იანვარი

გასული წლის ერთ-ერთი გამორჩეული დებიუტი „ტოიოტასა“ და „სუბარუს“ ერთობლივ სპორტულ ავტომობილს ჰქონდა, რომელსაც ხშირად ერთი სახელით - „ტოიობარუდ“ მოიხსენიებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტომობილის (ტოიოტა GT86 და სუბარუ BRZ) პერსპექტივას ბევრი სკეპტიკურად აფასებდა, ასე მაინც არ მოხდა. პირიქით, პარტნიორი კომპანიები უკვე წარმოების გაზრდაზე და სხვა ერთობლივ პროექტებზეც ფიქრობენ.

„ნისან რეზონანსი“ - შემდეგი „მურანოს“ კონცეპტუალური ვერსია

Nissan Resonance Concept is a Futuristic Design Proposal Hinting at the Next Murano
19 იანვარი

დეტროიტის მოტორ შოუზე, „ნისანმა“ თავისი ამერიკული შტოს კალიფორნიულ (სან დიეგო) დიზაინ ცენტრში, უფროს დიზაინერ შირო ნაკამურას ხელმძღვანელობით შექმნილი კონცეპტუალური ავტომობილი „რეზონანსი“ წარადგინა. იაპონური კომპანიის განცხადებით, ამ კონცეპციაში, მისი ქროსოვერების მომავალი სტილის ელემენტებია ასახული.

დაკარი პეტერანსელმა მოიგო

Stephane Peterhansel seals 11th win in X-raid Mini
19 იანვარი

სტეფან პეტერანსელმა დაკარის რალი-მარათონზე მე-11 გამარჯვება მოიპოვა. ბოლო, მოკლე ეტაპზე, მან თავისი „X-რეიდ მინით“ ზედმეტი რისკის გარეშე იასპარეზა და დიდი უპირატესობით აჯობა „ტოიოტათი“ მოასპარეზე სამხრეთაფრიკელ ხინიელ დე ვილიერსს.

ლოებმა მონტე კარლოს რალი მოიგო

Sebastien Loeb wins as final stages cancelled
19 იანვარი

სებასტიან ლოებმა მონტე კარლოს რალიზე მეშვიდე, კარიერაში კი 77-ე გამარჯვება გამარჯვება მოიპოვა. რბოლის მეოთხე დღეს მხოლოდ სამი სპეცმონაკვეთი ჩატარდა, ორი კი უამინდობის გამო გაუქმდა. საბოლოოდ, ლოებმა შეინარჩუნა უპირატესობა, რომლის წყალობითაც, ახალი სეზონის პირველივე რბოლა მოიგო.

მასა შიშობდა, რომ მისი ფ1-ის კარიერა დასრულდებოდა


Massa feared his F1 career was over last season
19 იანვარი
ფელიპე მასა აღიარებს, რომ გასულ სეზონში, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ფიქრობდა, რომ ფ1-ში მისი კარიერა დასრულდებოდა. ამის გამო, მან ფსიქოლოგს მიმართა, რომელსაც მისი პრობლემების მოსაგვარებლად, დახმარება სთხოვა. ამის შესახებ, ბრაზილიელმა ბიბისისთან ინტერვიუსას განაცხადა. მან აღიარა, რომ კარიერის დასრულებაზეც ფიქრობდა.

Friday, January 18, 2013

ჰაერზე მომუშავე ავტომობილი

Compressed Air-Powered Tata Vehicle to Get 200 Km/125 Miles Range
18 იანვარი

ავტომობილის მამოძრავებლად შეკუმშული აირის გამოყენება ახალი იდეა არ არის. უკვე დიდი ხანია, ამ მიმართულებით ექსპერიმენტები ტარდება, მაგრამ ჯერ ტექნოლოგია იმდენად ვერ დაიხვეწა, რომ სერიულ წარმოებაში დაინერგოს. თუმცა, მას შემდეგ, რაც საქმეში „ტატა მოტორსი“ ჩაერთო, კონსტრუქციის დანერგვის პერსპექტივაც გაიზარდა.

ნიუი: შარშან „რედ ბულს“ ხელი FIA-მ შეუშალა

Last-minute ban spoiled Red Bull's 2012 start – Newey
18 იანვარი

„რედ ბულ რეისინგის“ ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი აღიარებს, რომ გასული სეზონის დასაწყისში, FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) მიერ ჩასაბერი დიფუზორის ახალი სისტემის აკრძალვამ, RB8-ს კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად დააქვეითა.

„ჰონდას“ მოულოდნელი კონცეპცია კანადაში

Honda Surprises Canadians with World Premiere of New GEAR Concept at Montreal
18 იანვარი
დეტროიტის საერთაშორისო მოტორ შოუს პარალელურად, მონრეალში კანადური საერთაშორისო ავტო შოუ ჩატარდა, სადაც „ჰონდამ“ ყველას გასაკვირად, კონცეპტუალური საქალაქო სუბკომპაქტური ავტომობილი, სახელად „გიარ“ წარადგინა. იაპონური კომპანიის განცხადებით, ამ ავტომობილით, ახალგაზრდა, ქალაქელი მყიდველის მიზიდვა იქნება შესაძლებელი.