Thursday, January 24, 2013

„პორშეს“ სუპერ ავტომობილი 960 ოთხი ტურბინით აღიჭურვება


Porsche 960 could come with quad-turbo flat-eight engine
24 იანვარი
„პორშე“ სუპერავტომობილ 960-ს გამოუშვებს, რომლითაც კონკურენციას „ფერარი 458 იტალიას“ და „მაკლარენ 4-12C-ს“ გაუწევს. იმის გამო, რომ ეს ავტომობილი „ფერარის“ მეტოქე იქნება, მას ხშირად „ფეფი-საც“ უწოდებენ, ანუ „ფერარი ფაიტერს“. როგორც გამოცემა „ავტომობილის“ რეპორტიორი გეორგ კახერი ირწმუნება, „პორშე 960“ რვაცილინდრიანი ოპოზიტური 3.9-ლიტრიანი, ოთხ ტურბოკომპრესორიანი ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 650 ცხენის ძალას მიაღწევს.

სუპერ ავტომობილი, ორი ინტერქულერით, ცვალებადი გეომეტრიის შემშვები სისტემით, ორრეჟიმიანი გამოსაბოლქვი სისტემით და სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღიჭურვება. ძრავს ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფი შეუწყვილდება. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 2.5 წამი ეყოფა.
სხვათა შორის, პირვანდელი ინფორმაციით, წყვილ ტურბოიანი ექვსცილინდრიანი ოპოზიტით უნდა აღჭურვილიყო, შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ძრავის ნაცვლად, 4.6-ლიტრიან V8-ს გამოიყენებდნენ, რომლის 570-ცხენისძალიანი ვერსიაც, „პორშე 918-ს“ ამოძრავებს.
ახალ სუპერ ავტომობილს „პორშე“ სრულიად ახალ პლატფორმაზე ააგებს, რომლის კონსტრუქციაშიც ალუმინისა და კარბონის კომპოზიტის გარდა, ფოლადს, მაგნიუმსა და ტიტანსაც გამოიყენებენ. სავარაუდოდ, ამავე პლატფორმაზე, ახალ „აუდი R8-სა“ და „ლამბორგინი გალარდოს“ შემცვლელსაც დააფუძნებენ.
მსუბუქი მასალების უხვად გამოყენების წყალობით, „პორშე 960-ის“ წონა 1360 კილოგრამი იქნება. უფრო მეტიც, აუცილებლად დამზადდება GT ვერსია, რომელსაც უკანა წამყვანი ბორბლები ექნება და უფრო მარტივი ტრანსმისიის წყალობით, წონაშიც 90 კილოგრამით დაიკლებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა სახელით გამოვა ბაზარზე ახალი სუპერ ავტომობილი. სავარაუდდ, მას „პორშე 919-ს“ დაარქმევენ და ის გამაში „911 GT2 RS-სა“ და „918 სპაიდერს“ შორის ნიშას დაიკავებს. ამ ავტომობილის გაყიდვები 2017 წელს დაიწყება. მისი სავარაუდო ფასი 400 000 ევროა, წარმოების წლიური მოცულობა კი - 3000-4000.

No comments:

Post a Comment