Thursday, January 24, 2013

კუბიცას 456 კილომეტრი ვალენსიაში

Kubica pleased with performance in DTM test
24 იანვარი

ფორმულა 1-ის ჯერჯერობით ყოფილმა პილოტმა რობერტ კუბიცამ, ვალენსიას ტრეკზე, DTM-ისთვის მომზადებული „მერსედესით“ 114 წრე გაიარა. ეს წრიულ ავტოდრომზე მისი პირველი ვარჯიშია ბოლო ორ წელიწადში. ორი წლის წინ განცდილი უმძიმესი ავარიის შემდეგ, პოლონელ პილოტს პირველად მიეცა დიდი ჩაჭიდების მქონე ავტომობილის პილოტირების საშუალება.
კუბიცა, ვისაც ფ1-ში 2010 წლის სეზონის შემდეგ არ უასპარეზია, თავისი პირველი ტესტით, რომლის საშუალებაც „მერსედესის“ გუნდმა მისცა, კმაყოფილი დარჩა. საერთო ჯამში, ვალენსიას რიკარდო ტორმოს სახელობის ტრეკზე, მან 456 კილომეტრი გაიარა. ტესტების დროს, ამინდი რამდნჯერმე შეიცვალა. ჯერ გაწვიმდა, რის გამოც, ვარჯიში შეწყდა. თუმცა მალევგე გადაიღო და პოლონელი ტრასას მაშინვე დაუბრუნდა.
„საკმაოდ სწრაფად შევძელი „მერსედეს AMG C-კუპესთან“ ადაპტირება. მის კოკპიტში თავს კომფორტულად ვგრძნობდი. არადა, მძიმე ტრავმების შემდეგ, დიდი ჩაჭიდების მქონე ავტომობილის პილოტირება პირველად მომიხდა. ვარჯიშით კმაყოფილი ვარ. ამ ტესტებმა გამიმყარა იმის რწმენა, რომ ფ1-ში დაბრუნებას შევძლებ. იმ დაზიანებით, რომელიც ავარიისას მივიღე, ასი პროცენტით ხელის ფუნქციის აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ფ1-ის მანქანის მაღალ დონეზე პილოტირება შემიძლია“, - განაცხადა კუბიცამ და აღიარა, რომ ერთადგილიან კოკპიტში, იდაყვის ტრავმის გამო, პრობლემები შეექმნება, თუმცა ეს პრობლემები არც ისეთი დაუძლეველია, როგორც შეიძლება ჩანდესო...


მართალია, ტესტები პრივატული იყო, მაგრამ ტრასაზე კუბიცას გარდა, სხვა პილოტებიც გავიდნენ, მათ შორის, DTM-ის შარშანდლი ვიცე ჩემპიონი გერი პაფეტი. წვიმამდე, კუბიცა ყველაზე სწრაფი იყო, პაფეტს მან ნახევარი წამით აჯობა. ტესტების ბოლომდე, „მერსედესის“ პილოტებიდან მას ვერავინ მოუგო. თუმცა, მასზე უკეთესი დრო „ბეემვე M3-ით“ მოასპარეზე ერთ-ერთ პილოტს ჰქონდა.
პოლონელ პილოტს ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ სარბოლ სერიაში მიღებს ამ სეზონში მონაწილეობას. მისი სურვილი, ევროპის რალის ჩემპიონატზე ასპარეზობაა, თუმცა მისი პირველი ეტაპი უკვე გამოტოვა. არაა გამორიცხული, რომ მას DTM-ის (გერმანიის ტურიზმის კლასის ჩემპიონატი) რბოლებში მონაწილეობის საშუალება იმავე „მერსედესმა“ მისცეს.

No comments:

Post a Comment