Wednesday, January 9, 2013

„ლამბორგინი“ 50 წლის იუბილესთვის ემზადება (ვიდეო)

Lamborghini Gears Up For 50th Ann., Shares Carbon Tech with Boeing Dreamliner
9 იანვარი
ფერუჩო ლამბორგინი
 1963 წელს ფერუჩო ლამბორგინიმ, თავისი კომპანიის მარკით, პირველი ავტომობილი - 350 GTV გამოუშვა. მერე იყო შუაძრავიანი „მიურა“, რომელმაც სპორტული ავტომობილების ინდუსტრია თავდაყირა დააყენა. მას „კოუნტაჩი“, „დიაბლო“ და „მურსიელაგო“ მოჰყვა, რომელთა წყალობითაც, „ლა,ბო“ სუპერ ავტომობილების მწარმოებლად ჩამოყალიბდა.

350 GTV
მართალია, მისი ავტომობილები ყოველთვის პოპულარულიც იყო და დაფასებულიც, სანტ’აგატა ბოლონეზეში ბაზირებული კომპანიის წარმოება, წლების განმავლობაში ძალიან შეზღუდული იყო. სანამ „ფოლკსვაგენის“ დიდ ოჯახს შეუერთდებოდა, „ლამბორგინი“ წლიურად მხოლოდ 250 ავტომობილს აწარმოებდა. 2007 წელს კი წარმოება ცხრაჯერ გაიზარდა! ამის მთავარი მიზეზი კი ბაზარზე „გალარდოს“ გამოსვლა გახდა, რომელიც „ლამბოს“ ისტორიაში ყველაზე პოპულარული ავტომობილია. დღეს კი კომპანიას გამაში კიდევ ერთი კარგად გაყიდვადი ავტომიბილი - „მურსიელაგო“ შედის, რომელზეც 18-თვიანი მოლოდინია.
მიურა
პებლ ბიჩის შარშანდელ ელეგანტურობის კონკურსზე, მთავარმა აღმასრულებელმა შტეფან ვინკელმანმა „ლამბორგინის“ საიუბილეო გეგმები გამოაქვეყნა. კერძოდ, 7-11 მაისს მოეწყობა გარბენი, რომელშიც „ლამბორგინის“ მფლობელები (მთელი მსოფლიოდან) და დილერები მიიღებენ მონაწილეობას. გარბენის დისტანცია 1200 კილომეტრი იქნება. გარბენი სტარტს მილანში აიღებს და ემილია რომანიას მთავარ ქალაქ ბოლონიაში დასრულდება.
კოუნტაჩი
„ამ 50 წლის განმავლობაში, „ლამბორგინი“ ოცნება, ლეგენდა და შეუდარებელი რეგიონის - ემილია რომანიას ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. მან მსოფლიოს განუმეორებელი ავტომობილები მოუვლინა. დღესაც, როდესაც ჩვენი ბიზნესი ლოკალურ საზღვრებს გასცდა და საერთაშორისო გახდა, კავშირი წარსულსა და კულტურასთან შენარჩუნებული და გაძიერებულია. იტალიასა და მსოფლიოში ჩატარებული საიუბილეო ღონისძიებებით, ჩვენს ფანებს დაუვიწყარ სანახაობებს ვუმზადებთ, რომლებში მონაწილეობასაც თავადაც შეძლებენ“, - ამბობს ვინკელმანი.
დიაბლო
ახლახანს, გამოცემა „ავტონიუსთან“ საუბრისას, ვინკელმანმა განაცხადა, რომ მისი კომპანია საიუბილეოდ სპეციალურ ავტომობილს ამზადებს. ეს იქნება ერთჯერადი ავტომობილი (როგორც როდსტერი ავენტადორ J) და მას გარეგნულად არანაირი კავშირი წარსულთან არ ექნება. ამასთან, უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდება არ ისურვა.
მურსიელაგო
საინტერესოა, რომ ახლახანს „ლამბორგინიმ“, მისთვის სრულიად ახალი, კარბონის კომპოზიტის ტექნოლოგიის ათვისება დაიწყო, რაშიც პარტნიორობას ამერიკული ავოაკოსმოსური გიგანტი „ბოინგი“ უწევს. კერძოდ, „ავენტადორის“ შასი სწორედ იმ ტექნოლოგიით იქმნება, რომელიც „ლამბოს“ და „ბოინგის“ სპეციალისტებმა ერთობლივად შეიმუშავეს. იმავე ტექნოლოგიას ამერიკული კომპანია თავისი უახლესი „787 დრიმლაინერის“ ფიუზელაჟის და ფრთასხმულობის წარმოებისას იყენებს.

ვიდეო

No comments:

Post a Comment