Tuesday, January 22, 2013

კუბიცა ჯერ ფ1-სთვის მზად არაა

Mercedes says Robert Kubica is not yet fit to test a Formula 1 car
22 იანვარი

რობერტ კუბიცა ფიზიკურად მზად არაა იმისათვის, რომ ფორმულა ერთის ავტომობილის მართვა შეძლოს, - ამბობს „მერსედესის“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი და თანამფლობელი ტოტო ვოლფი, რომელმაც სამქიმიანებთან ახლახანს „უილიამსიდან“ გადაინაცვლა. იმავდროულად, გერმანული კომპანიის მოტორსპორტის შტო, პოლონელ პილოტს, DTM-ის სარბოლი ავტომობილის ტესტირების საშუალებას აძლევს.

იმის მიუხედავად, რომ ტრავმირებული მარჯვენა ხელის ფუნქცია სრულად აღდგენილი ჯერაც არ აქვს, კუბიცამ უკვე იასპარეზა რალის რამდენიმე რბოლაში და ერთი მათგანი მოიგო კიდეც. ახალ სეზონში ის რალიში ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებს, სადაც მიზნად ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ისახავს. მაგრამ მთავარი წრიულ რბოლებში დაბრუნებაა და DTM-ის ავტომობილის ტესტირება ვალენსიას ტრეკზე, რომელიც პარასკევს უნდა ჩატარდეს, ამ მიმართულებით გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯი იქნება.
ჟურნალ „ავტოსპორტის“ კითხვაზე, ამ ტესტებს, ფ1-ის მანქანაზე ვარჯიში ხომ არ მოყვება, ვოლფი პასუხობს: „თუ ეს ტესტები კარგად ჩაივლის, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ რობერტი ფ1-სთვის მზადაა. მონოკოკური შასის მქონ ავტომობილის მართვა გაცილებით მეტ ფიზიკურ დატვირთვებთანაა დაკავშირებული. ჩვენ კი ჯერ არ ვიცით, მისი მარჯვენა ხელის იდაყვი და მკლავი ამისათვის რამდენად მზადაა. ძალიან გამიხარდება, თუ რობერტი ფ1-ს დაუბრუნდება, მაგრამ ამ ეტაპზე, ამაზე ლაპარაკიც კი ნაადრევია“.
ვოლფი დასძენს, რომ ეს კუბიცასთვის პირველი ტესტია, რომლის დროსაც, ის მაღალი ჩაჭიდულობის მქონე ავტომობილის საჭესთან იქნება. სწორედ ამ ტესტების შემდეგ იქნება შესაძლებელი განისაზღვროს, გამოჯანმრთელების რა ეტაპზე იმყოფება პოლონელი პილოტი.

No comments:

Post a Comment