Saturday, January 19, 2013

მასა შიშობდა, რომ მისი ფ1-ის კარიერა დასრულდებოდა


Massa feared his F1 career was over last season
19 იანვარი
ფელიპე მასა აღიარებს, რომ გასულ სეზონში, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ფიქრობდა, რომ ფ1-ში მისი კარიერა დასრულდებოდა. ამის გამო, მან ფსიქოლოგს მიმართა, რომელსაც მისი პრობლემების მოსაგვარებლად, დახმარება სთხოვა. ამის შესახებ, ბრაზილიელმა ბიბისისთან ინტერვიუსას განაცხადა. მან აღიარა, რომ კარიერის დასრულებაზეც ფიქრობდა.

„ბევრ რამეზე ვფიქრობდი. მეგონა, რომ ყველაფერი მალე დასრულდებოდა. იმაზეც ვფიქრობდი, რომ „ფერარიდან“ წავსულიყავი. აზრზეც არ ვიყავი, რა მელოდა. თავში უამრავი რამ მიტრიალებდა. ყველასთან მქონდა კონსულტაციები, მაგრამ მთავარია, რომ ფსიქოლოგთან გავიარე სეანსი. ეს შემობრუნების დასაწყისი გახდა. შევძელი ფიქრების დალაგება და მათთვის სწორი მიმართულების მიხემა. რა თქმა უნდა, ოჯახიც ძალიან დამეხმარა“, - ყვება მასა.
მან განსაკუთრებით ცუდად გასული სეზონის დასაწყისი ჩაატარა - პირველ ნახევარში მხოლოდ 23 ქულის აღება შეძლო. შედარებისთვის, ფერნანდო ალონსოს ანგარიშზე 154 ქულა იყო. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში, 122 ქულის აღება მოახერხა. სწორედ ამის წყალობით შეინარჩუნა სკუდერიაში ადგილი. არადა, მარანელოში უკვე მის შეცვლაზე ფიქრობდნენ.
მასა აღიარებს, რომ მის კარიერაში ყველაზე ძლიერი თანაგუნდელი ალონსოა, რომელსაც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერზე მაღლა აყენებს: „მგონი, ყველაზე ძნელი მეტოქე ფერნანდოა. ამიტომ ვთვლი, რომ ის ჩემი ყველაზე ძლიერი თანაგუნდელია. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ნებისმიერი თანაგუნდელისგან რაღაცას სწავლობ. მიხაელისგან ბევრი რამ ავითვისე. კიმისგანაც და ფერნანდოსგანაც“.

No comments:

Post a Comment