დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 28, 2012

„სმარტის“ გამა სამამდე გაიზრდება

Next-gen Smart lineup growing to three models
28 დეკემბერი

„სმარტი“ წარმოებისთვის მესამე თაობის „ფორთუს“ და „ფორფორს“ ამზადებს და მათი წარმოების დაწყებიდან მალე, მათსავე ბაზაზე, ჯუჯა ქროსოვერიც გამოუშვას. გამოცემა „ავტოექსპრესის“ ინფორმაციით, ორადგილიანი „სმარტის“ გაყიდვები 2014 წელს დაიწყება, ერთი წლის შემდეგ კი, მყიდველს ოთხადგილიანსა და ქროსოვერსაც შესთავაზებენ.

„მერსედესის“ ახალმა ბოლიდმა ქრეშ ტესტი გაიარა

Two more 2013 cars pass FIA crash tests
28 დეკემბერი

FIA-მ გამოაცხადა, რომ ახალი სეზონის წინ, კიდევ ორი გუნდის მანქანებმა გაიარა ქრეშ ტესტები. უფრო კონკრეტულ ინფორმაციას იძლევა გერმანული გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტი“, რომელიც იუწყება, რომ „მერსედეს W04-ის“ მონოკოკი სრულიად ვარგისია გამოყენებისთვის.

„ბეემვეს“ საჯობნად „აუდი“ 13 მილიარდ ევროს გაიღებს


Audi to Invest €13 Billion in Order to Overtake BMW
28 დეკემბერი
„აუდის“ მიზანი, პრემიუმ სეგმენტში „ბეემვეს“ უკან ჩამოტოვებაა. ინგოლშტადტელები ამ მიზნის მიღწევას წელსვე აპირებდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ - ბავარიელები ისევ გამოკვეთილი ლიდერები არიან. თუმცა ბრძოლა ამით არ დასრულებულა.

„რენო ალპინი“ 2015 წელს გამოვა


Renault Alpine Coming in 2015 as Porsche Boxster Rival
28 დეკემბერი
სამივე ფრანგული კომპანია ძირითადად პატარა და საშუალო ზომის ავტომობილების წარმოებაზეა სპეციალიზებული. მაგრამ მალე „რენო“ ამ არასასურველ ტრადიციას დაარღვევს და სუფთა სპორტული ავტომობილების წარმოებას დაიწყებს. ამისთვის კი ბრენდ „ალპინს“ აღადგენს.

შრაიერი „კიას“ პირველი არაკორეელი პრეზიდენტი გახდა


Peter Schreyer Becomes Kia's First Non-Korean President
28 დეკემბერი
ადამიანი, რომელმაც „კიას“ გლობალურ მიღწევებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, როგორც კომპანიის მთავარმა დიზაინერმა, პეტერ შრაიერი, კორეული კომპანიის პირველი არაკორეელი პრეზიდენტი გახდა. იმავდროულად, ის თავის ძველ პოსტსაც შეინარჩუნებს და „კიას“ ავტომობილების სტილის განვითარებაზეც იზრუნებს.