24 დეკემბერი
ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია
იმის შესახებ, რომ „აუდი“ ახალი სუპერ ავტომობილის გამოშვებას აპირებს, რომელიც ლე
მანის ტრიუმფატორი სპორტული პროტოტიპის ბაზაზე შეიქმნება. გერმანული კომპანიის
კვლევისა და განვითარების შეფმა ვოლფგანგ დიურჰაიმერმა ბრიტანულ გამოცემა „ავტო
ექსპრესთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ახალი სუპერ ავტომობილი დიზელ ჰიბრიდული
სისტემით აღიჭურვება და კონკურენციას გაუწევს ისეთ მონსტრებს, როგორებიც მალე გახდებიან
„მაკლარენ P1“, „ფერარი F70“ და „პორშე 918“.