Sunday, December 23, 2012

ტაილანდს ფორმულა ერთის რბოლის მასპინძლობა სურს

Thailand set to join 2015 calendar
23 დეკემბერი

ტაილანდს იმედი აქვს, რომ ფორმულა ერთის 2015 წლის კალენდარში, ტაილანდის დიდ პრიზსაც შეიტანენ. ინდოჩინეთის ამ ქვეყნის დედაქალაქ ბანგკოკს ფ1-ის რბოლის ჩატარება 2014 წელს სურდა, მაგრამ ფ1-ის მთავარმა აღმასრულებელმა ბერნი ეკლსტოუნმა „უოლ სტრიტ ჯორნელთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ბანგკოკის ქუჩებში ღამის რბოლა, ხელოვნური განათების ფონზე, შეიძლება 2015 წელს გაიმართოს.

„ფორდი“ „კა-ს“ შემცვლელს არ გამოუშვებს


Ford Ka Not Getting Repacement
23 დეკემბერი
„ფორდ კა“ შესანიშნავი საქალაქო ორკარიანი ავტომობილი იყო - პატარა, ორიგინალური ფორმის, კარგი სამართავი, იაფი და იაფად შესანახი. ყველაზე მეტი პოპულარობით, მისი სპორტული ვერსია - „სპორტკა“ სარგებლობდა, რომელსაც ზორბა ბორბლები და გაზრდილი სიგანე გამოარჩევდა.

„მაზდა“ ახალ 6-ს ჩინეთშიც გამოუშვებს


Mazda to Build New 6 in China from 2013
23 დეკემბერი
„მაზდამ“ გამოაცხადა, რომ ახალ 6-ს ჩინეთშიც გამოუშვებს. წარმოება ერთ წელიწადში დაიწყება, იაპონური კომპანიის და ჩინური FAW-ის ერთობლივ საწარმოში, რომელიც წინა ორი თაობის „მაზდა6-საც“ უშვებს. ამ ორიდან, პირველი თაობის ავტომობილი ცისქვეშეთში „მაზდა6-ის“ სახელით იყიდება, მეორეს კი „მაზდა6 რუი ი“ ჰქვია.