23 დეკემბერი
ტაილანდს იმედი აქვს, რომ ფორმულა ერთის 2015 წლის
კალენდარში, ტაილანდის დიდ პრიზსაც შეიტანენ. ინდოჩინეთის ამ ქვეყნის დედაქალაქ
ბანგკოკს ფ1-ის რბოლის ჩატარება 2014 წელს სურდა, მაგრამ ფ1-ის მთავარმა
აღმასრულებელმა ბერნი ეკლსტოუნმა „უოლ სტრიტ ჯორნელთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ბანგკოკის
ქუჩებში ღამის რბოლა, ხელოვნური განათების ფონზე, შეიძლება 2015 წელს გაიმართოს.