Tuesday, December 18, 2012

ალონსო ფ1-ის გუნდების რჩეულია

Formula 1 team bosses vote Fernando Alonso as best driver of 2012
18 დეკემბერი

ფორმულა ერთის გასულ სეზონს რამდენიმე გმირი ჰყავდა, მათ შორის კი გამორჩეულები სებასტიან ფეტელი და ფერნანდო ალონსო იყვნენ. ფეტელი ჩემპიონი გახდა, ალონსო კი, მიუხედავად იმისა, რომ მანქანა აშკარად არ აძლევდა ტიტულისთვის ბრძოლის საშუალებას, პრაქტიკულად მთელი სეზონის განმავლობაში, ლიდერთა შორის იყო. თანაც, რამდენიმე მოულოდნელი (მისთვისაც კი) გამარჯვებაც მოიპოვა.

ტყვიაგაუმტარი „ჰიუნდაი“ გაეროს გენერალური მდივნისთვის


Hyundai Hands Over Bulletproof 2013 Equus Limo to UN Secretary-General
18 დეკემბერი
ათი წლის წინ ამას ვინ წარმოიდგენდა... ვის მოუვიდოდა აზრად, რომ გაეროს გენერალური მდივანი, ნიუ იორკში კორეული კომპანიის მიერ დამზადებული ლიმუზინით ივლიდა. მაგრამ დღეს ეს გასაკვირი აღარაა - „ჰიუნდაი“ უკვე დამკვიდრდა ამერიკის და მთელი მსოფლიოს ბაზარზე. კორეული კომპანია მოწინავეთა ხუთეულში შედის და პრემიუმ კლასსაც უკვე გაუსინჯა კბილი.

ხუთვარსკვლავიანი ახალი „ტრანზიტ კასტომი“ და „ტურნეო კასტომი“


5 stars EuroNCAP for the new Ford Transit Custom-Safest van in Europe
18 დეკემბერი
„ფორდის“ ახალმა ვენმა „ტრანზიტ კასტომმა“, რომელიც ახლახანს წლის საუკეთესო ვენად დაასახელეს, ევროNCAP-ის ქრეშ ტესტების შემდეგ უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა. ხუთი ვარსკვლავი ასევე „ტურმეო კასტომმაც“ მიიღო. ამგვარად, „ტრანზიტ კასტომი“ არის პირველი ერთტონიანი ვენი, რომელმაც ევროNCAP-ის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

„ფორდი“ ახალ პიკაპ F-150-ს დეტროიტში წარადგენს


Ford aims at GM by showing new F-150 at Detroit show
18 დეკემბერი
ამერიკაში ავტომობილების ყველაზე პოპულარული კლასი პიკაპებია, ამ კლასის უპირობო ლიდერი კი „ფორდის“ სერია F-150. საწვავზე ფასების ზრდამ, ამ კლასის ავტომობილების გაყიდვები ცოტა ხნით შეაფერხა, მაგრამ როგორც კი კრიზისი დასრულდა, მყიდველმა პიკაპებს ისევ მიაქცია ყურადღება. ამ ტენდენციას პირველები „კრაისლერი“ და „ჯენერალ მოტორსი“ გამოეხმაურნენ, რომლებმაც „რემ 1500“, „შევროლე სილვერადო“ და „GMC სიერა“ გამოუშვეს. და აი, „ფორდის“ ჯერც დგება...