დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 10, 2012

კუბიცა ჯერჯერობით დაბრუნებას გამორიცხავს

Kubica rules out F1 return for now
10 დეკემბერი

რობერტ კუბიცამ აღიარა, რომ ფორმულა ერთში მალე დაბრუნებას ვერ შეძლებს. არადა, ინტერლაგუშზე გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს, „ლოტუსი“ რომენ გროჟანთან კონტრაქტის გაგრძელებას იმის გამო აჭიანურებს, რომ კუბიცას დაბრუნების იმედი აქვს.

„რედ ბულს“ შპილბერგის ტრასაზე ფ1-ის მიღება სურს

Red Bull open to idea of hosting grand prix at revamped Spielberg
10 დეკემბერი

„რედ ბული“ მზადაა, მომავალ სეზონში, ავსტრიის დიდ პრიზს შპილბერგის განახლებულ ტრასაზე უმასპინძლოს. როგორც ცნობილია, ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ, შპილბერგის ტრასა, რომელსაც მანამდე „A1 რინგი“ ერქვა, გამოისყიდა და განაახლა, რის შემდეგაც, მას „რედ ბულ რინგი“
უწოდა.

ისევ იმნაძის სუპერ ავტომობილი - ამჯერად „ფერარი“

Ferrari Quattroporte
10 დეკემბერი
სუპერ ავტომობილების მწარმოებლები - როგორებიც არიან „ასტონ მარტინი“, „პორშე“ და „ლამბორგინი“, ბაზარზე ოთხკარიან კუპეებს ამკვიდრებენ. პირველმა ორმა ასეთები (შესაბამისად, რეპიდი და პანამერა) უკვე გამოუშვა, მესამემ ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური „ესტოკე“ გვიჩვენა და მალე ამ საკითხში საბოლოოდ ჩამოყალიბდება. მაგრამ ამ ფერხულს აშკარად აკლია „ფერარი“, რომლის შეფ ლუკა დი მონტეძემოლოს არაერთხელ უთქვამს, რომ ოთხკარიანი და უგზოობის ავტომობილის წარმოებას ჯერჯერობით არ აპირებს.

„ლამბორგინი“ 50 წლის იუბილეს ახალი ავტომობილით აღნიშნავს

Lambo will mark 50th year with a new model
10 დეკემბერი
ცოტაც და „ლამბორგინი“ ნახევარსაუკუნოვან იუბილეს აღნიშნავს. და ამ თარიღთან დაკავშირებით, იტალიური კომპანია სრულიად ახალ ავტომობილს გამოუშვებს, რომელიც მხოლოდ ერთი ცალი დამზადდება. ამის შესახებ, გამოცემა „ავტომოტივ ნიუსს“ „ლამბოს“ შეფმა შტეფან ვინკელმანმა განუცხადა. მისივე თქმით, ახალი ავტომობილი განუმეორებელი იქნება - ის რომელიმე არსებულ ავტომობილს არ შეცვლის.