9 დეკემბერი
„პორშე“ ხშირად იმეორებს ხოლმე, რომ მის ლეგენდარულ მოდელ 911-ის სარბოლი ვერსია, სახელად GT3, რომელიც „პორშეს“ თასის „სადოღე ცხენია“, ყველა დროის ყველაზე პოპულარული სარბოლი ავტომობილია. 1998 წლის შემდეგ, რაც ამ ავტომობილის წარმოება დაიწყო სულ 2385 ცალი GT3 გაყიდა... და ახლა, როდესაც მეექვსე თაობის 911 ერთი წლის გამოსულია, „პორშემ“ მის ბაზაზე ახალი GT3 შეიმუშავა და მისი პირველი ჩვენება ვაიზენახში, კომპანიის კვლევისა და განვითარების ცენტრში, „ჩემპიონთა საღამოს“ წვეულებაზე მოაწყო.