Saturday, December 15, 2012

„ფორდ C-მაქს ჰაიბრიდ“ პლაგ-ინ „ტოიოტა პრიუსს“ სჯობნის


Ford Says C-MAX Hybrids Outsells Toyota Prius Plug-in and V
15 დეკემბერი
მართალია, ჰიბრიდული ავტომობილების ბაზარზე „ფორდი“ შედარებით ახალი მოთამაშეა, მაგრამ პრაქტიკულად დებიუტისთანავე შეუტია ამ ბაზრის უპირობო ლიდერ „ტოიოტას“ და გარკვეულ სეგმენტებში აჯობა კიდეც.

სხვათა შორის, პირველი სრულითვე, რომლის განმავლობაშიც „ფორდის“ ორი ახალი მწვანე ავტომობილი - „C-მაქს ჰაიბრიდი“ და პლაგ-ინ ჰიბრიდული „C-მაქს ენერჯი“ ბაზარზეა, არის ნოემბერი. ამ თვის განმავლობაში, ამერიკულმა კომპანიამ 4846 ავტომობილი (ზემოთ დასახელებულები) გაჰყიდა, იაპონური კომპანიის ანგარიშზე კი 4 456 გაყიდული „პრიუს V“ და პლაგ-ინ ჰიბრიდული „პრიუსია“.
„კალიფორნიაში, ჩვენი დილერები მუდმივად განიცდიან „C-მაქსის“ ნაკლებობას. ეს შესანიშნავი სტარტია“, - ამბობს „ფორდის“ მარკეტინგის გენერალური მენეჯერი დეივ მონდრაგონი. ცისფერი ოვალის კალიფორნიელი დილერები აღფრთოვანებულები არიან იმ ფაქტით, რომ ორივე ტიპის „C-მაქსისადმი“ მომხმარებელი „ფენომენურ“ ინტერესს ამჟღავნებს.
სამხრეთ კალიფორნიელი დილერები გაოცებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ ორივე „C-მაქსზე“ მოთხოვნის ყოველდღიური ზრდა შეინიშნება. ამასთან, ამ მანქანებს ბევრი ისეთი მომხმარებელი ყიდულობს, ვინც ადრე „პრიუსს“ მართავდა. მალე ეს ორი ავტომობილი კიდევ უფრო პოპულარული გახდება. „ფორდი“ მათს რეკლამირებაზე რესურსებს არ იშურებს. მალე, ორივე „C-მაქსი“ ლას ვეგასის ელექტრონიკის საერთაშორისო გამოფენის ოფიციალური ავტომობილის საპატიო როლს შეასრულებს.
ორივე „C-მაქსი“ ბევრი ისეთი ელექტრონული სისტემითაა აღჭურვილი, რომლებიც სწორედ ამ გამოფენისთვის არის აქტუალური. და გამოფენაზე, საკუთრივ ავტომობილების გარდა, ამერიკული კომპანია ამ ტექნოლოგიების რეკლამირებასაც შესძლებს.

No comments:

Post a Comment