29 დეკემბერი
„ლენდ როვერს“ დიდი გეგმები აქვს - სამოდელო გამის 16-მდე
გაფართოებას აპირებს. ერთ-ერთი ახალი ავტომობილი, რომელიც ბრიტანულ კომპანიას ამ
გეგმის შესრულებაში დაეხმარება, „ევოკზე“ მომცრო ქროსოვერია. თანაც, ახალგაზრდა
თაობისთვის განკუთვნილი მანქანა უნდა იყოს.
და სანამ „ლენდ როვერი“ პატარა „ევოკს“ გაგვაცნობს,
დიზაინის ბრიტანელმა სტუდენტმა ჯოშუა პიქტონმა ამ ავტომობილის მისებური წარმოსახვის
ნაყოფი წარმოგვიდგინა და ის „რეინჯ როვერ კუპე კონცეპტის“ სახელით გაგვაცნო. რა
თქმა უნდა, ნამუშევარს აშკარად ეტყობა „ევოკის“ გავლენა.
პროექტის ავტორი, კონცეპციის განმარტებაში წერს,
რომ თავის ნამუშევარში „რეინჯ როვერის“ გენური კოდი ჩააქსოვა და ამ კოდის
გამოყენებით, კომპაქტური საქალაქო კუპე შეიმუშავა. პიქტონი ამბობს, რომ მისი
ავტომობილი სუბკომპაქტური ქროსოვერია მხოლოდ ორი ადამიანისთვის. ამასთან,
ავტომობილს დაახლოებით „ევოკის“ სიმაღლე აქვს, თუმცა უკნისკენ სახურავი მკვეთრად
დახრილი აქვს, რაც ავტომობილს კუპეს სტილს ანიჭებს.
რა თქმა უნდა, ასეთი ავტომობილი კარგი კონკურენტი შეიძლება
იყოს „მინის“ სამკარიან ქროსოვერ „პეისმენისთვის“, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც ბრიტანულმა
ბრენდმა დეტროიტის შარშანდელ მოტორ შოუზე წარადგინა.
ისე 2 ადგილიან მანქანას როდსტერი არ ჰქვია?
ReplyDeleteროდსტერი ორადგილიანი ღია ავტომობილია, დახურული კი - კუპე
ReplyDelete