Wednesday, December 5, 2012

თურქული ეტაპისთვის ადგილი გათავისუფლდა

2013 German GP moved forward to slot in another European race
5 დეკემბერი
ფორმულა ერთის მომავალი სეზონის კალენდარში მცირე ცვლილება მოხდა, რომელიც უფრო დიდი და სასიხარულო (ფ1-ის ქართველი ფანებისთვის) სიახლე წინაპირობაა - გერმანიის დიდმა პრიზმა ერთი კვირით წინ წაინაცვლა, რითაც შემდგომ ეტაპამდე პერიოდი სამ კვირამდე გაიზარდა. ეს ცვლილება, FIA-ს მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭომ შეიმუშავა.

კალენდრის ახალ ვერსიაში, გერმანული ეტაპი 7 ივლისს დაინიშნა და ამგვარად, შესაძლებელი გახდა, რომ კიდევ ერთი (ევროპული) რბოლა 21 ივლისს ჩატარდეს. თუ რომელ ეტაპს აქვს ამ ვაკანსიის დაკავების რეალური შანსი, ამის მიხვედრა ძნელი არ უნდა იყოს - ბერნი ეკლსტოუნს კალენდარში თურქული ეტაპის დამატება სურს.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად გამოქვეყნებულ კალენდარში 20 ეტაპი შედიოდა, მათ შორის, ახალი ამერიკული ეტაპი, რომელიც ნიუ იორკში უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ ამ რბოლის ორგანიზატორებმა დებიუტის ერთი სეზნით გადადება ითხოვეს, რის გამოც, კალენდარში ეტაპების რიცხვი ერთით შემცირდა. ეკლსტოუნს კი 20 ეტაპი სჭირდება და არც იმას მალავს, რომ ისტანბულში დაბრუნება სურს. მოკლედ, ეს საკითხი საბოლოოდ უახლოეს მომავალში გადაწყდება.
კალენდრის გარდა, FIA-მ ზოგიერთი წესის შეცვლის შესახებაც გამოაცხადა. მაგალითად, გამარტივდა საკვალიფიკაციო „ფორს მაჟორის“ წესი. მისი ახალი რედაქციით, თუ საკვალიფიკაციო რბოლის შემდეგ, მანქანა ბოქსამდე ვერ მიაღწევს, მის ავზში უნდა იყოს ანალიზისთვის საჭირო ერთი ლიტრი საწვავი. მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით გაჩერდა მანქანა. თუ საწვავის რაოდენობა არ იქნება საკმარისი, გაჩერებულ პილოტს, რბოლის ბოლო რიგიდან დაწყება მოუწევს.
გარდა ამისა, ტექნიკურმა სამუშაო ჯგუფმა რეკომენდაცია გასცა იმაზე, რომ 2017 წლის სეზონამდე გადაიდოს წესი, რომელიც გუნდებს ავალებს, რომ მანქანების პიტლეინზე გადაადგილებმა მხოლოდ ელექტრულმა ძალამ უზრნველყოს. მომავალი სეზონიდან კი, თავისუფალი პრაქტიკების დროს, DRS-ის გამოყენება დაშვებულია. ოღონდ, ეს შესაძლებელი მხოლოდ იმ ზონებში იქნება, რომლებშიც ამავე სისტემებს რბოლისას გამოიყენებენ.
მცირე ცვლილებები მანქანებსაც შეეხო. ჯერ ერთი, ოდნავ გაიზრდება მანქანების მინიმალური დასაშვები წონა, რითაც საბურავების მომატებული წონა დაბალანსდება. წინა ფრთებს კი დრეკადობაზე უფრო მაღალ დატვირთვაზე ჩაურატდება ტესტები.

No comments:

Post a Comment