Friday, December 21, 2012

„ფორდ ფიესტა“ პარკირების და საგზაო გადასახადებისგან გაათავისუფლეს


Six New Ford Fiesta Models Exempt from Parking and Road Tax
21 დეკემბერი
ახლანდელი „ფორდ ფიესტა“ ბაზარზე 2008 წლიდანაა, მაგრამ დაძვენელის ნიშანწყალიც არ ეტყობა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. მეორეც, ამერიკული კომპანია მუდმივად ცდილობს, „ფიესტას“ მყიდველს სიახლეები შესთავაზოს. ეს კი აუცილებელია, რადგან კონკურენტებს არ სძინავთ და ახალ „შევროლე ავეოსთან“, „რენო კლიოსთან“ და ძველ „დაუძინებელ მტერ“ „ფოლკსვაგენ პოლოსთან“ მეტოქეობისთვის სერიოზული არგუმენტებია აუცილებელი.

ასეთ არგუმენტად კი ცისფერმა ოვალმა თავის ბესტსელერს ეკონომიური ძრავები მოარგო. ეკონომიურიც და ეკოლოგიურად სუფთაც - „ფიესტას“ ახალი ძრავების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა 100 გრამზე (ყოველ კილომეტრზე) ნაკლებია. ეს კი ის არგუმენტია, რომელიც „ფიესტას“ რიგ ბაზრებზე და რეგიონებში აშკარა უპირატესობას ანიჭებს.
ასეთი სამი ძრავია - 1.0-ლიტრიანი „ეკობუსტი“, რომელსაც უკვე სამი ჯილდო აქვს მოგებული და ორი დიზელი - 1.6-ლიტრიანი TDCi და 1.5-ლიტრიანი TDCi. სამივეს შემთხვევაში, ყოველი კილომეტრის გავლისას, „ფიესტა“ გარემოს 100 გრამზე ნაკლები ნახშირორჟანგით აბინძურებს. ასეთი მაჩვენებლის გამო, ლონდონის ქუჩებში, „ფიესტა“ სპეციალური გადასახადისგან თავისუფალია. ესექსის (ბრიტანეთი) საგრაფოში კი, „ფიესტას“ მფლობელებს პარკინგის გადასახადს არ ახდევინებენ.
ბუნებრივია, ასეთი შეღავათების ხათრით, ბრიტანეთში ამ სუბკომპაქტურ ჰეჩბეკს ბევრი ყიდულობს. ესეც რომ არა, „ფორდის“ ბრიტანული ოფისი, განვითარების ცენტრი და საწარმო, სწორედ ესექსში მდებარეობს. ამიტომ, კომპანიის წარმატებულ საქმიანობაზე, ბევრადაა დამოკიდებული ესექსელთა კეთილდღეობა.

No comments:

Post a Comment